გრიგოლ გეგელია - ჩვენ ვართ მსჯელობის ბოლო ფაზაში და ძალიან მალე საზოგადოებას  მერობის კანდიდატს წარვუდგენთ

„ქართული ოცნება“ ვერასდროს გაიმარჯვებს, თუ თავისუფალი არჩევნები ჩატარდება. მათი რეალური რეიტინგი არის 28-30% საუკეთესო შემთხვევაში, ისიც ყველა იმ ხრიკის გამოყენებით, რასაც ისინი იყენებენ, - ამის შესახებ „ლელო - ძლიერი საქართველოს“ საგარეო მდივანმა, გრიგოლ გეგელიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

მან „ქართული ოცნების“ ლიდერებს მოუწოდა, „ბაქი-ბუქს შეეშვან და შეეგუონ იმას, რომ ოპოზიციაში მოუწევთ ყოფნა".

„არანაირი სხვა რეიტინგი მათ არ გააჩნიათ. ასე, რომ ბაქი-ბუქს შეეშვან. ახლა ჩვენი მიზანი არის, რომ ყურადღება მივაქციოთ ახალ არჩევნებს. ამ ახალ არჩევნებში „ქართული ოცნება“ გახდება დიდი, მნიშვნელოვანი და სერიოზული, მაგრამ ოპოზიციური ძალა. ისინი უნდა შეეგუონ, რომ ეს დღე ძალიან მალე დადგება, მათ მოუწევთ იყვნენ ოპოზიციური ძალა. ჩვენ არ დავუწყებთ მათ დევნას და დაპატიმრებას იმიტომ, რომ ღირსეული ადამიანები ვართ მათგან განსხვავებით. ძალიან მარტივია - ისინი უნდა გადავიდნენ ოპოზიციაში, სადაც არის მათი ადგილი. წარმოუდგენელია, ქართველი ხალხი მხარს არ გიჭერდეს და „ტიტუშკების“, რამდენიმე ასეული „რობოკოპის“ გამოყენებით, გინდოდეს მთელი პოლიტიკური ძალაუფლების მიტაცება, ეს უბრალოდ არ გამოვა. ასეთი რაღაც არ მომხდარა და არ მოხდება“, - განაცხადა გეგელიამ.

გარდა ამისა, მან 4 ოქტომბერს დაგეგმილ არჩევნებზეც ისაუბრა და განმარტა, რომ კოალიცია „ლელო-ძლიერი საქართველო“ მალე საზოგადოებას მერობის კანდიდატს წარუდგენს.

„რაც შეეხება მერობის კანდიდატს, ჩვენ ვართ მსჯელობის ბოლო ფაზაში და ძალიან მალე საზოგადოებას მერობის კანდიდატს წარვუდგენთ",-განაცხადა გეგელიამ.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო