უკრაინის საგარეო უწყება - საქართველოს მმართველი პარტიის პოლიტიკურ სტრატეგებს ვურჩევთ, თავიანთ გვერდებზე უფრო ჭეშმარიტი სურათი განათავსონ: მარჯვნივ რუსეთის სამფეროვანი დროშა და მარცხნივ ევროკავშირისა და ნატოს დახურული კარები

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო „ქართული ოცნების“ „ფეისბუქ“ გვერდზე გავრცელებულ ვიდეოს ეხმაურება, სადაც რუსეთ-უკრაინის ომის კადრებია გამოყენებული და აცხადებს, რომ „ასეთი ცინიკური ნაბიჯები უკრაინელი ხალხისა და რუსული აგრესიის მსხვერპლთა მიმართ უპატივცემლობას გამოხატავს და უკრაინულ საზოგადოებაში სამართლიან აღშფოთებას იწვევს“.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, სამწუხაროა, რომ საქართველოს ხელისუფლება ცდილობს მოსკოვს აამოს და უგულებელყოფს ღირსებისა და დამოუკიდებლობის პრინციპებს, რომლებიც ისტორიულად ახასიათებს ქართველ ერს და მისი იდენტობის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს.

„უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ყურადღება გაამახვილა მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ მორიგ არამეგობრულ ქმედებაზე, რომელიც საკუთარი პოლიტიკური პიარისთვის აგრძელებს ვიდეოების გამოყენებას, რომლებიც ასახავს რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული სრულმასშტაბიანი აგრესიის საშინელ შედეგებს.

ასეთი ცინიკური ნაბიჯები უკრაინელი ხალხისა და რუსული აგრესიის მსხვერპლთა მიმართ უპატივცემლობას გამოხატავს და უკრაინულ საზოგადოებაში სამართლიან აღშფოთებას იწვევს. სამწუხაროა, რომ საქართველოს ხელისუფლება ცდილობს მოსკოვს აამოს და უგულებელყოფს ღირსებისა და დამოუკიდებლობის პრინციპებს, რომლებიც ისტორიულად ახასიათებს ქართველ ერს და მისი იდენტობის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს.

ჩვენ ვურჩევთ საქართველოს მმართველი პარტიის პოლიტიკურ სტრატეგებს, იყვნენ გულახდილები საკუთარ ხალხთან და თავიანთ გვერდებზე უფრო ჭეშმარიტი სურათი განათავსონ: მარჯვნივ რუსეთის სამფეროვანი დროშა და მარცხნივ ევროკავშირისა და ნატო-ს დახურული კარები. ეს რეალობას შეესაბამება, რადგან საქართველოს ამჟამინდელმა მთავრობამ ქვეყანას არა ომი, არამედ ევროპული მომავალი წაართვა. ამავდროულად, უკრაინა თანმიმდევრულად და ურყევად უჭერს მხარს საქართველოს მეგობარ ხალხს დამოუკიდებელი, დემოკრატიული და ევროპული სახელმწიფოს აშენებისკენ სწრაფვაში“, - ნათქვამია უკრაინის საგარეო უწყების განცხადებაში, რომელიც საქართველოში უკრაინის საელჩოს "ფეისბუქ" გვერდზე გავრცელდა.

გიორგი მელაშვილი - ომის შესახებ მეხსიერების წაბილწვა ხდება იარაღი დეკლარირებული საგარეო კურსის შესაცვლელად
ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 13.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა
„ცისკარი S90“ საქართველოს ანტარქტიდის პირველ კომბინირებულ ექსპედიციას იწყებს
Turbo - კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
სილქნეტმა საქართველოში პირველი Tier III სერტიფიცირებული კომერციული მონაცემთა ცენტრის მშენებლობა დაიწყო
„დიემჯი ჯგუფი” „ლაგუნა ვერეს“, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ეროვნულმა ნაკრებმა IOAI 2026-ზე ისტორიული შედეგი აჩვენა - 7 მედალი და საპატიო სიგელი
Skillwill-ში პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების (QA) სადიპლომო პროგრამაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო
ჩუღურეთის რაიონში ხორციელდება მასშტაბური მწვანე პროექტი, რომელიც მარტივად უკავშირდება ქალაქის ცენტრს