თინა ბოკუჩავა - დასუსტებული ივანიშვილი, რომელიც სახალხო ჯანყის ზღურბლზეა, ქურდულ სამყაროსთან „ჯახს“ ვერ გაუძლებდა, ამიტომ ნებისმიერ ფასად უნდა დალაგდეს მერაბ ჯანგველაძესთან და ლანგარზე ამზადებს ფარცხალაძის თავს

დასუსტებული ივანიშვილი, რომელსაც ასანქცირებენ, ფინანსური რესურსები შემოაკლდა, რომელიც რეალურად სახალხო ჯანყის ზღურბლზეა, ქურდულ სამყაროსთან „ჯახს“ უბრალოდ ვერ გაუძლებდა, ამიტომ ნებისმიერ ფასად უნდა დალაგდეს მერაბ ჯანგველაძესთან და ლანგარზე ამზადებს ფარცხალაძის თავს,- ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, ლევან ჯანგველაძის მკვლელობის შემდეგ, მისმა ძმამ მერაბ ჯანგველაძემ ბიძინა ივანიშვილს მაშინდელი შს მინისტრი ვახტანგ გომელაური და სუს-ის უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი მოახსნევინა, რადგან მათ ვერ შეძლეს ლევან ჯანგველაძის უსაფრთხოების უზრუნველყოფა.

„ივანიშვილის „რუს-ქოცობის“ ერთ-ერთი მთავარი ელემენტი მისი ე.წ. ქურდულ სამყაროსთან გადაჯაჭვულ-შეზრდილი ინტერესებია. ქურდული სამყაროს კლანური გავლენების ბალანსირება პუტინიზმის და პუტინისტური რეჟიმების მახასიათებელი მმართველობის სტილია, სადაც ძალაუფლების ფუნდამენტი არ არის ხალხი და ხალხის ნდობით აღჭურვილი დემოკრატიული ინსტიტუტები.

ახლა რა ხდება „ქოცისტანში“: მას შემდეგ რაც ლევან ჯანგველაძე ჭავჭავიძის გამზირზე მოკლეს, მერაბ ჯანგველაძემ, მისმა ძმამ, რომელიც „კანონიერ ქურდად“ იწოდება და ამჟამად იტალიაში ცხოვრობს, ივანიშვილს გომელაური და ლილუაშვილი - ბიძინასთვის ძვირფასი და სანდო კადრები მოახსნევინა, რომლებმაც ვერ შეძლეს დაპირებისამებრ საქართველოში ჯანგველაძის უსაფრთხოების უზრუნველყოფა. დამკვეთი რომ ფარცხალაძეა, მასა და ჯანგველაძის შორის რუსეთიდან მომდინარე ანგარიშების გასასწორებლად, ეს იცოდა ორივე მხარემ - გარდაცვლილის ოჯახმაც და ბორია ივანიშვილმაც.

თუმცა, გარდაცვლილის ძმამ ორი მაღალჩინოსნის მოხსნა არ ჩათვალა საკმარისად და დამკვეთის თავი მოსთხოვა ივანიშვილს.

კრიმინალურ სამყაროსთან შეხება არასოდეს მქონია. შესაბამისად, არ ვიცნობ ამ სამყაროს, მათ „გაგებას“, მათ წესებს, მაგრამ სამართლიანობის ყველა სტანდარტით, სავსებით გასაგებია გარდაცვლილი ლევან ჯანგველაძის ოჯახის მოთხოვნა ყველა დამნაშავის დასჯის მოთხოვნით, სადაც პასუხისგებაშია, არა მხოლოდ შემსრულებელი, არამედ დამკვეთიც.

ჰოდა მოვედით მიქაძემდე და ახლა უკვე, როგორც ირკვევა, ფარცხალაძემდე, რომელიც არსებული ცნობებით, რუსული გვარით, მოსკოვში ცხოვრობდა, საიდანაც ჯანგველაძის მკვლელობა შეუკვეთა. თუ ივანიშვილი ფარცხალაძესაც მისწვდება (და ეჭვი მაქვს მისწვდება), მერაბ ჯანგველაძე ანგარიშს გასწორებულად ჩათვლის.

რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, ეს დაადასტურებს პუტინის ინტერესს - საქართველოში ნებისმიერ ფასად შეუნარჩუნოს ივანიშვილს ხელისუფლება.

ყველას კარგად გვესმის, რომ ფარცხალაძის მოსკოვში აყვანა რეჟიმის თანხმობის გარეშე სრულიად გამორიცხულია. ვის-ვის და პუტინს ყველაზე კარგად ესმის, რას ნიშნავს კრიმინალურ სამყაროსთან ურთიერთობის არევა.

დასუსტებული ივანიშვილი, რომელსაც ასანქცირებენ, ფინანსური რესურსები შემოაკლდა, რომელიც რეალურად სახალხო ჯანყის ზღურბლზეა, ქურდულ სამყაროსთან „ჯახს“ უბრალოდ ვერ გაუძლებდა. ამიტომ ნებისმიერ ფასად უნდა დალაგდეს მერაბ ჯანგველაძესთან და ლანგარზე ამზადებს ფარცხალაძის თავს.

ვნახოთ, როგორ დასრულდება ეს კრიმინალური საგა, მაგრამ ფაქტია, ივანიშვილი უკიდურესად მოწყვლადია. რეჟიმი ასეთი სუსტი არასოდეს ყოფილა. ჩემთვის მთავარი დასკვნა და მოქმედების იმპულსი ეს არის“,- წერს თინა ბოკუჩავა.

სტეპან გრიგორიანი - რბილად რომ ვთქვათ, ამერიკას, სომხეთსა და აზერბაიჯანს სამხრეთ კავკასიიდან რუსეთი გაჰყავთ
ქართული პრესის მიმოხილვა 09.02.2026
12-საათიანი საიმედო დაცვის მქონე პრემიუმ ხარისხის ბავშვის საფენები „რასკალსი“ (Rascals) უკვე PSP-შია
ფოთის პორტში ბელგიიდან 30 000 ტონა ბენზინით დატვირთული ტანკერი შემოვიდა
SMH Global-ისა და Setanta Sports Eurasia-ს პარტნიორობა უზბეკეთში 2030 წლამდე გახანგრძლივდა
ვაინ კახეთი ქართულ ღვინოს პარიზის საერთაშორისო გამოფენაზე წარადგენს
რობოტული ქირურგია ინოვას სამედიცინო ცენტრში - ინოვაციური ქირურგიის ახალი ეტაპი საქართველოში