რუსეთმა ალეკო ელისაშვილს დაუსწრებლად 6-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

უკრაინის მხარეს ბრძოლისთვის რუსეთმა "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთ ლიდერს, ალეკო ელისაშვილს დაუსწრებლად 6-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

ამის შესახებ განცხადებას რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი ავრცელებს.

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის მტკიცებით, სასამართლომ რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის მიერ შეგროვებული მტკიცებულებები საკმარისად მიიჩნია, რომ საქართველოს მოქალაქის, ალეკო ელისაშვილის წინააღმდეგ განაჩენი გამოეტანა. ის დაუსწრებლად დამნაშავედ ცნეს "რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართის კოდექსის 359-ე მუხლის მე-3 ნაწილის დარღვევაში, რაც შეიარაღებულ კონფლიქტში დაქირავებული მებრძოლის მონაწილეობას გულისხმობს".

რუსეთის სასამართლომ ელისაშვილს 6-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა, "სასჯელის მკაცრი რეჟიმის კოლონიაში მოხდით".

როგორც ცნობილია, მანამდე რუსეთმა ელისაშვილი საერთაშორისო ძებნაში გამოაცხადა.

კორნელი კაკაჩია - რაც უფრო შორდება საქართველო დემოკრატიას, ევროკავშირსა და ევროატლანტიკურ სივრცეს, მით უფრო მცირდება დასავლეთის გავლენა რეგიონში, რაც სრულად შეესაბამება რუსეთის სტრატეგიულ ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 06.07.2026
BMW ჯგუფმა მეხუთე თაობის ახალი BMW X5 წარადგინა