ჟან-ნოელ ბარო - დონალდ ტრამპი ვლადიმერ პუტინისგან ცეცხლის უპირობო შეწყვეტას მოითხოვს

ევროპელ ლიდერებთან და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ონლაინ მოლაპარაკებების დროს აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ალასკაში შეხვედრის დროს რუსეთის პრეზიდენტისგან ცეცხლის უპირობო შეწყვეტას მოითხოვს, - ამის შესახებ საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჟან-ნოელ ბარო სოციალურ ქსელ X-ში წერს.

მისი თქმით, ტრამპმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინის ტერიტორიებთან დაკავშირებული ნებისმიერი მოლაპარაკება მხოლოდ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის თანდასწრებით, შემდეგი შეხვედრის დროს გაიმართება.

„მან განაცხადა, რომ შეერთებული შტატები შეუერთდება საერთაშორისო უსაფრთხოების გარანტიების სისტემას, შემუშავებულს „მსურველთა კოალიციის“ ქვეყნების მიერ, რომელიც შედგება საფრანგეთის, გაერთიანებული სამეფოსა და გერმანიისგან“, - აცხადებს საფრანგეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი.

შეგახსენებთ, ვოლოდიმირ ზელენსკი გუშინ ბერლინში ჩავიდა, სადაც მან ვიდეოკონფერენციები გამართა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან და ევროპელ ლიდერებთან. საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა მოლაპარაკებების შემდეგ განაცხადა, რომ ტერიტორიული საკითხები მოლაპარაკების საგანი არ იქნება არავისთან, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის გარდა.

„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს