ირაკლი ფავლენიშვილი - ივანიშვილი, კრემლის ნარატივით, საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მიზანმიმართულად აზიანებს - ეს რეჟიმი საქართველოს მტრობს

ივანიშვილი, კრემლის ნარატივით, საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მიზანმიმართულად აზიანებს.­ პირდაპირ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს რეჟიმი საქართველოს მტრობს, - ასე უპასუხა „ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივნის მოადგილემ, ირაკლი ფავლენიშვილმა ჟურნალისტის კითხვას, რამდენად რეალურია, რომ არაღიარების პოლიტიკა შესუსტდეს.

მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილი უკვე წავიდა ამ ნაბიჯზე, რის გამოც აუცილებელია „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ცვლილება.

„ცალსახად შეგვიძლია ვთქვათ, როდესაც საკუთარ მხარეს, საქართველოს ადანაშაულებ საომარი მოქმედებების დაწყებაში, მათ შორის იმეორებ იმ ნარატივს, რომელიც აქვს კრემლს, რა თქმა უნდა, როგორც მინიმუმ, აძლევ პოლიტიკურ ასპარეზზე კრემლს მეტ სასაუბროს და უფრო მეტ ბერკეტს. გაეროს ტრიბუნაზე რუსებმა უკვე აქტიურად დაიწყეს ამ არგუმენტის გამოყენება. ზოგადად, რა თქმა უნდა, ამ პრობლემის გარდა, მთავარი პრობლემა არის ის, რომ ეს რეჟიმი ვნებს და სპეციალურად მტრობს საქართველოს სუვერენიტეტს და ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას. ამიტომ, იმისთვის, რომ ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის პრინციპი, ჰააგაში და სტრასბურგში მიღწეული გამარჯვება შევინარჩუნოთ, აუცილებელია ამ სისტემის დემონტაჟი“,- განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.

ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე