ქეთევან თურაზაშვილი - კახა კალაძის მმართველობას არაერთი ჩამონგრევა და უბედურება უკავშირდება, ნებისმიერი პასუხისმგებლობიანი ადამიანი მის ადგილას თანამდებობიდან გადადგებოდა, ის კი მესამე ვადით სთავაზობს საკუთარ თავს თბილისელებს

კახა კალაძე ორი ვადით იყო თბილისის მერი. მის მმართველობას უკავშირდება არაერთი ჩამონგრევა და უბედურება. ნებისმიერი პასუხისმგებლობიანი ადამიანი მის ადგილას გადადგებოდა თანამდებობიდან, ის კი მესამე ვადით სთავაზობს საკუთარ თავს თბილისელებს, - ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, ქეთევან თურაზაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მან ასევე ისაუბრა ვაკის პარკის რეაბილიტაციასა და იმ ტრაგედიაზე, რასაც 13 წლის მოზარდის სიცოცხლე ემსხვერპლა.

„თბილისის მერიამ ისევ ვერ დაასრულა ვაკის პარკის რეაბილიტაცია. 30 მილიონი ლარი უკვე დახარჯულია, იგეგმება კიდევ 31 მილიონი ლარის დახარჯვა. რეაბილიტაცია 2021 წელს უნდა დასრულებულიყო. სავარაუდო დანახარჯი 60 მილიონ ლარს გადააჭარბებს. გვახსოვს როგორ ზარზეიმით გახსნა კახა კალაძემ 2012 წელს ვაკის პარკი და გვახსოვს 2022 წლის 13 ოქტომბერს საზარელი ტრაგედია, როდესაც 13 წლის ბავშვი გარდაიცვალა. გარდაცვალების მიზეზი დენის დარტყმაა, რადგან არ იყო გაკეთებული ხარისხიანად ელექტროგაყვანილობა შადრევანში. ამ ფაქტის გამო დაკავებულთა შორის იყო გიგა გიგაშვილი, რომელიც წარმოადგენდა თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის ყოფილ უფროსს. ის არის ადამიანი, რომელსაც პატიმრობა მალევე შეუცვალეს შინაპატიმრობით. მან პატიმრობიდან გათავისუფლებულმა შეიძინა ნახევარმილიონიანი უძრავი ქონება. მას არ აუღია კრედიტი. ასევე, შეიძინა 143 კვ. ბაგებში საბაზრო ღირებულებაზე ბევრად დაბალ ფასად და მთავარი, მან დააარსა კომპანია, რომელიც იყო შუამავალი მერიასა და სხვა კომპანიებს შორის. ის მუშაობდა კოეფიციენტებზე, მშენებლობის ნებართვებსა და ნებართვების დაჩქარებაზე. ის იყენებდა საკუთარ გავლენებს და კონტაქტებს. ეს ერთი მაგალითიც ცხადყოფს, თუ როგორი მასშტაბის კორუფციაა თბილისის მერიაში.

კახა კალაძე ორი ვადით იყო თბილისის მერი. მის მმართველობას უკავშირდება არაერთი ჩამონგრევა და უბედურება. ნებისმიერი პასუხისმგებლობიანი ადამიანი მის ადგილას გადადგებოდა თანამდებობიდან. ის კი მესამე ვადით სთავაზობს საკუთარ თავს თბილისელებს. არადა, რეალურად თბილისს აქვს რესურსი, რომ გვქონდეს რეალური უსაფრთხოება და არ გვეშინოდეს ჩვენი შვილების გარეთ გასვლის. მოგმართავთ მოსახლეობას, რომ ერთად გავათავისუფლოთ ჩვენი ქალაქი და დავიხსნათ კორუმპირებული მერისგან“, - განაცხადა თურაზაშვილმა.

ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 10.08.2026
Turbo - კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
სილქნეტმა საქართველოში პირველი Tier III სერტიფიცირებული კომერციული მონაცემთა ცენტრის მშენებლობა დაიწყო
„დიემჯი ჯგუფი” „ლაგუნა ვერეს“, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ეროვნულმა ნაკრებმა IOAI 2026-ზე ისტორიული შედეგი აჩვენა - 7 მედალი და საპატიო სიგელი
Skillwill-ში პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების (QA) სადიპლომო პროგრამაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო
ჩუღურეთის რაიონში ხორციელდება მასშტაბური მწვანე პროექტი, რომელიც მარტივად უკავშირდება ქალაქის ცენტრს