მამუკა ხაზარაძე - მყარად მწამს, რომ სოხუმისკენ მიმავალი გზა ანაკლიაა, ყველაფერს გავაკეთებ, რომ ეს მიზანი იქნას მიღწეული

მყარად მწამს, რომ სოხუმისკენ მიმავალი გზა ანაკლიაა. ყველაფერს გავაკეთებ, რომ ეს მიზანი იქნას მიღწეული, - ამის შესახებ “ძლიერი საქართველოს“ ლიდერი, პატიმრობაში მყოფი მამუკა ხაზარაძე განცხადებაში წერს, რომელიც მის სოციალურ ქსელში გამოქვეყნდა.

ხაზარაძის თქმით, არ არსებობს მოცემულობა, რომ სრულფასოვანი შემდგარი ერი ან სახელმწიფო გვერქვას, ვიდრე ქვეყნის ერთიანობა არ იქნება აღდგენილი.

„33 წელი გავიდა იმ ტრაგედიიდან, რასაც აფხაზეთის ომი ჰქვია, 33 წელი დავტირით ჩვენს გმირებს, ვინც სამშობლოს ერთიანობას თავი შესწირა. არ არსებობს რამე სახის მოცემულობა, რომ ჩვენ სრულფასოვანი შემდგარი ერი ან სახელმწიფო გვერქვას, სანამ ქვეყნის ერთიანობა აღდგენილი არ იქნება.

ჩემი პოლიტიკაში მოსვლის მთავარი მიზეზი სწორედ ესაა, ანაკლიის პორტის და ქალაქის მშენებლობაში მონაწილეობაც ამით იყო განპირობებული. დღესაც მყარად მწამს, რომ სოხუმისკენ მიმავალი გზა ანაკლიაა. ყველაფერს გავაკეთებ, რომ ეს მიზანი იქნას მიღწეული.

ანაკლიასაც ავაშენებთ და ქვეყანასაც გავაერთიანებთ, ამის მწამს, მჯერა და ასე იქნება ეს“, - წერს ხაზარაძე.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა