ერთად დავიცვათ ბუნების საკუთრება - საქართველოს ბანკის და CNF-ის კამპანიაში Jaguar-იც მონაწილეობს

ბუნების დასაცავად, საქართველოს ბანკი, კავკასიის ბუნების ფონდთან (CNF) თანამშრომლობით, კამპანიას ახორციელებს. ინიციატივა იმ ბრენდების გაერთიანებას ისახავს მიზნად, რომელთა ლოგოში ცხოველის ან ფრინველის სიმბოლოა გამოსახული და მათ ბუნების დაცვის პროცესში აქტიური ჩართულობისკენ მოუწოდებს.

კამპანია უკვე 9 პარტნიორ ბრენდს აერთიანებს, მათ შორის ერთ-ერთი GT Motors-ის პორტფელში შემავალი საერთაშორისო ბრენდი Jaguar-ია.

“GT Motors-ში სოციალური პასუხისმგებლობა ჩვენი საქმიანობის განუყოფელი ნაწილია. აღნიშნული კამპანია კი განსაკუთრებულად ახლოს დგას ჩვენს საქმიანობასთან, რადგან ერთ ინიციატივაში აერთიანებს ეკოლოგიას, ბრენდს და ღირებულებებს - ეს არის CSR-ის სწორედ ის ფორმა, რომელიც სიმბოლურ დონაციაზე გაცილებით მეტს აკეთებს ცნობიერების ასამაღლებლად. ბუნების თემატიკაზე დაფუძნებული ეს კამპანია ჩვენთვის სრულიად ახალ, გამორჩეულ სივრცეს ხსნის - იმ სივრცეს, სადაც ბრენდის ბუნება და ნამდვილი ბუნება ერთმანეთთან იკვეთებიან საერთო სიკეთისთვის.

ამასთან, სიმბოლურია, რომ GT Motors-ის პორტფელში შემავალი საერთაშორისო ბრენდები იმ სეგმენტში მოხვდნენ, რომელთაც ეს კამპანია ეხებათ - ანუ არიან იმ ბრენდებს შორის, რომელთა ლოგოტიპშიც ცხოველის გამოსახულება ფიგურირებს. თანაც როგორი საამაყოა, როცა ჩვენს შემთხვევაში ისეთ ბრენდებზე გვაქვს საუბარი როგორიც არის Jaguar და Mustang. ალბათ, როცა ავტომობილების ბრენდების ამ ტიპის ლოგოებს ვიხსენებთ, პირველი ყველას სწორედ ეს ორი ბრენდი და ლოგოტიპი გვახსენდება. გამომდინარე იქიდან, რომ ბუნების დაცვა და მდგრადი განვითარების მხარდაჭერა ჩვენი კომპანიისთვის ერთ-ერთი მთავარი ღირებულებაა, მოხარული ვართ, რომ შეგვიძლია ჩვენივე ვიზუალური იდენტობა და მარკეტინგული ძალისხმევა გამოვიყენოთ კეთილი საქმისთვის. ჩვენთვის პატივია ვიყოთ იმ კომპანიებს შორის, ვინც შეუერთდა ამ ინიციატივას და გვინდა, ჩვენი მონაწილეობით სხვებსაც მივცეთ მაგალითი, ჩაერთონ აღნიშნულ კამპანიაში და საკუთარი წვლილი შეიტანონ ბუნების დაცვის პროცესში”, - აღნიშნავს ელლა კამლაძე, GT Motors-ის მარკეტინგის ხელმძღვანელი.

Jaguar-ის ვიზუალური იდენტობა ინსპირაციას ბუნებიდან იღებს - ნახტომში გამოსახული იაგუარი ასახავს ბრენდის ძირეულ ფასეულობებს - ელეგანტურობას, ეფექტიანობას, ძალასა და მუდმივი წინსვლის ამბიციას. ის ხაზს უსვამს ბრენდის დინამიკურ სულს და მუდმივ მისწრაფებას პროგრესისკენ.

„ჩვენს პორტფელში შემავალი საერთაშორისო ბრენდების სიმბოლიკა სრულიად ორგანულად ეხმიანება კამპანიის მთავარ გზავნილს, რადგან ეს ბრენდები ქმნიან სიმბოლურ კავშირს მტაცებელ ცხოველებთან, რომლებიც ადამიანებს ოდითგანვე აძლევდნენ ბიძგსა და ძალას მოძრაობისთვის და ახალ გარემოებთან ადაპტაციისთვის. Jaguar-სა და Mustang-ს ბრენდებად ჩამოყალიბების სრულიად სხვადასხვა ისტორიები აქვთ, რადგან ერთი სრულიად დამოუკიდებელ ორგანიზმად ჩამოყალიბდა, მეორე კი დიდი ბრენდის ქვეშ. თუმცა მათ აერთიანებთ ის, რომ ორივე ბრენდი სიმბოლურად გადმოსცემს იმ ძალასა და ენერგიას, რომელსაც ადამიანი ბუნებიდან იღებს“, - აღნიშნავს ელლა კამლაძე, GT Motors-ის მარკეტინგის ხელმძღვანელი.

ინფორმაციისთვის, საქართველოს ბანკისა და CNF-ის კამპანიაში GT Motors-ის პორტფელში შემავალი ორი საერთაშორისო ბრენდი - Jaguar და Mustang ჩაერთო,

კამპანია კრეატიულ სააგენტო Leavingstone-თან თანამშრომლობით ხორციელდება.

(R)

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის