„ლელო - ძლიერი საქართველო“ - ანტიკორუფციული ბიურო დღეს „ქართული ოცნების" კორუფციის მთავარ მცველად არის ქცეული - ხელისუფლებიდან ივანიშვილის ბანდის განდევნის შემდეგ გავაუქმებთ ქვეყნისა წინააღმდეგ მიმართულ ყველა საკანონმდებლო ნორმას

„ძლიერი საქართველოს - ლელო“ პოლიტიკური გუნდი გმობს „ქართული ოცნების" ამ და სხვა ინსტრუმენტების მიერ წარმოებულ დევნას, რომელიც ისახავს ერთადერთ მიზანს - გააჩუმოს ქართველი ხალხი და დაამარცხოს ქართული სამოქალაქო საზოგადოება, - ამის შესახებ პარტია „ლელო-ძლიერი საქართველოს“ განცხადებაშია აღნიშნული, რითაც ისინი ეხმაურებიან არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილის განცხადებას, სადაც აღნიშნულია, რომ ანტიკორუფციული ბიუროსგან წერილი მიიღეს, რომლითაც „ე.წ. უცხოური აგენტების რეგისტრაციის შესახებ კანონის დარღვევას ედავებიან და სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობით ემუქრებიან“.

მათივე განცხადებით, მმართველი გუნდის მხრიდან სამოქალაქო საზოგადოების მიმართ დაწყებული დევნისა და შევიწროების პროცესი ახალ მასშტაბს იძენს.

„სამოქალაქო საზოგადოების მიმართ, „ქართული ოცნების” მხრიდან დაწყებული დევნისა და შევიწროების პროცესი ახალ მასშტაბს იძენს.

რაჟდენ კუპრაშვილი, როგორც ამ პროცესის აღმასრულებელი მთავარი ჯალათი, აგრძელებს ქართველი ხალხის გვერდით მდგომი, დემოკრატიული ღირებულებებისა და ადამიანის უფლებების დამცველი ორგანიზაციების შევიწროებას.

ანტიკორუფციული ბიურო დღეს "ქართული ოცნების" კორუფციის მთავარ მცველად არის ქცეული. ისინი ებრძვიან არა კორუფციას, არამედ იმ ადამიანებს, ვინც უფასო იურიდიულ დახმარებას უწევს მათივე კორუფციით დაზარალებულ ადამიანებს, შშმ პირებს, ძალადობის მსხვერპლ ქალებსა და ბავშვებს...

"ძლიერი საქართველოს - ლელო" პოლიტიკური გუნდი გმობს "ქართული ოცნების" ამ და სხვა ინსტრუმენტების მიერ წარმოებულ დევნას რომელიც ისახავს ერთადერთ მიზანს - გააჩუმოს ქართველი ხალხი და დაამარცხოს ქართული სამოქალაქო საზოგადოება.”- ნათქვამია განცხადებაში.

მათივე ცნობით, ხელისუფლების მიერ განხორციელებული ქმედებები დემოკრატიის საფუძვლებს ეწინააღმდეგება, და წინააღმდეგობაში მოდის ქვეყნის კონსტიტუციისა და ქართველი ხალხის ნებასთან.

„ქართული ოცნების“ მიერ უკანონოდ დანერგილი რეპრესიული მექანიზმები, ეწინააღმდეგება როგორც ზოგადად დემოკრატიის საფუძვლებს, ასევე ქვეყნის კონსტიტუციას და ქართველი ხალხის ნებას.

ამ რეგულაციების გაუქმება არის ერთ-ერთი მოთხოვნა ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე, მათ შორის ვიზალიბერალიზაციის შენარჩუნების საკითხშიც.

ჩვენ, ხელისუფლებიდან ბიძინა ივანიშვილის ბანდის განდევნის შემდეგ აუცილებლად გავაუქმებთ ამ ქვეყნისა და ხალხის წინააღმდეგ მიმართულ ყველა საკანონმდებლო ნორმას.

სოლიდარობა ქართულ სამოქალაქო სექტორს. ჩვენ ამ ბრძოლაში გავიმარჯვებთ“, - ნათქვამია განცხადებაში.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია