დავით ხომერიკის დედა - რა უნდათ ჩემი შვილისგან, სამშობლოს სიყვარულს ედავებიან? თავის გამოხატულებას მუსიკით პოვებს და ამის ჩახშობაც უნდათ?  - მოძალადეები თვითონ იყვნენ, ჩემს შვილს გაუპატიურებით დაემუქრნენ, სცემეს, სულ თავში ურტყეს და რის გამო?!

მოძალადეები თვითონ იყვნენ, ჩემს შვილს გაუპატიურებით დაემუქრნენ, სცემეს, სულ თავში ურტყეს, რის გამო?! - საქმეში მტკიცებულებები არ არსებობდა და როგორ ველოდი ამ [გამამტყუნებელ] გადაწყვეტილებას? ნამდვილად არ ველოდი,- ამის შესახებ მიმდინარე აქციების ფარგლებში აფეთქების მომზადების ბრალდებით დაკავებული დავით ხომერიკის დედამ, დედიკა მაღრაძემ ჟურნალისტებს განაჩენის გამოცხადების შემდეგ განუცხადა.

ხომერიკის დედა ფიქრობს, რომ მისი შვილი „მიმდინარე საპროტესტო აქციებზე ყოფნის გამო დაისაჯა”.

„ცოტა იმედი მქონდა, რომ ჩემს შვილს სასჯელს რაღაცნაირად შეუმსუბუქებდნენ. ეს 9 თვე, მეგონა, რომ საკმარისი იყო მათთვის. აღმოჩნდა, რომ ამ დროს, არანაირი ვიდეო მტკიცებულება არ არსებობს, ექსპერტიზაზე არ ამოვიდა მისი ანაბეჭდები. პირიქით, მოძალადეები თვითონ იყვნენ, გაუპატიურებით დაემუქრნენ, სცემეს, სულ თავში ურტყეს, რის გამო?! დილით, 9 საათზე სახლში მიდიოდა და თამარაშვილზე აიყვანეს ის და მისი ძმა. თავიდან ადმინისტრაციულით დააკავეს, მირეკავს გამომძიებელი და ადმინისტრაციულით დავაკავეთო და რამდენიმე დღის მერე მეუბნება, რომ სისხლის სამართლის წესით აღიძრაო. რატომ ხდება ეს ამ ჩვენს ქვეყანაში, რომ სამართალი არ არსებობს, რა უნდათ ჩემი შვილისგან, რას ედავებიან, სამშობლოს სიყვარულს ედავებიან? ჩემი შვილი არის მუსიკოსი, თავის გამოხატულებას მუსიკით პოვებს და ამის ჩახშობაც, ჩაკვლაც უნდათ? ჩემი შვილი სულით თავისუფალია. ძალიან მაგარი ბიჭი მყავს, ამას გავუძლებთ, ამასაც გადავიტანთ, ვიცი, რომ ეს რეჟიმი ადრე თუ გვიან მაინც დასრულდება იმიტომ, რომ ჩვენ მხარეს დგას ხალხი, რომელიც მაძლიერებს და გვაძლიერებს.

საქმეში მტკიცებულებები არ არსებობდა და როგორ ველოდი ამ გადაწყვეტილებას? ნამდვილად არ ველოდი. ვიდეო მტკიცებულება, ექსპერტიზა და დნმ არ არსებობს და გეკითხებით, მაშინ, რის საფუძველზე უყენებ შენ ამ განაჩენს, რის საფუძველზე?!“,- განაცხადა დედიკა მაღრაძემ.

მიმდინარე აქციების ფარგლებში აფეთქების მომზადების ბრალდებით დაკავებული დავით ხომერიკი სასამართლომ დამნაშავედ ცნო და 4 წლითა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. განაჩენი მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა გამოიტანა.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლომ, მიმდინარე აქციების ფარგლებში აფეთქების მომზადების ბრალდებით დაკავებული დავით ხომერიკი დამნაშავედ ცნო და 4 წლითა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

დავით ხომერიკი სამართალდამცავებმა 2024 წლის 2 დეკემბერს, თავდაპირველად ადმინისტრაციული წესით, გზის გადაკეტვისთვის ძმასთან ერთად დააკავეს. თუმცა, პროკურატურის ინფორმაციით, დაკავებისას მას ცეცხლგამჩენი მოწყობილობები აღმოუჩინეს, რომელიც გამოყენებისთვის იყო გამზადებული.

დავით ხომერიკს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის მე-18-229-ე მუხლით წარუდგინეს, რაც დანაშაულის მომზადებას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება 4-დან 7-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ
Dunkin’ საქართველოსთვის 2025 ისტორიული მიღწევების წელია
ორმაგი დიპლომის პროგრამების შეთანხმება SEU-სა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტს შორის