შალვა პაპუაშვილი - უკვე მეოთხე ადამიანზე დადგა განაჩენი „მოლოტოვის კოქტეილთან" დაკავშირებით - ის, რომ ლაზარე გრიგორიადისის შემდეგ, კიდევ ვიღაცამ გაბედა „მოლოტოვის კოქტეილის“ ხელში აღება, სრულად ბრიუსელის სინდისზეა

პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, დღეს უკვე მეოთხე ადამიანზე დადგა განაჩენი „მოლოტოვის კოქტეილთან" დაკავშირებით, რაც, მისივე თქმით, კიდევ ერთხელ აჩვენებს ექსტრემიზმის მასშტაბს, რომელიც დემონსტრაციების დროს დაფიქსირდა.

მისი განცხადებით, ლაზარე გრიგორიადისის შემდეგ, სხვა პირების მიერ მსგავსი ქმედების გაბედვა „სრულად ბრიუსელის სინდისზეა“.

„დღეს უკვე მეოთხე ადამიანზე დადგა განაჩენი „მოლოტოვის კოქტეილთან“ დაკავშირებით, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს ექსტრემიზმის იმ მასშტაბს, რომელიც შარშან, ძალადობრივი დემონსტრაციების დროს ვიხილეთ.

რთულია, ვერ დაინახო კავშირი გაბევრებულ პირომანებსა და „მოლოტოვის კოქტეილის“ პოპულარიზაციის კამპანიას „მე ვისროლე“ შორის, რომელსაც ევროკავშირი აფინანსებდა.

ის, რომ ლაზარე გრიგორიადისის შემდეგ, კიდევ ვიღაცამ გაბედა „მოლოტოვის კოქტეილის“ ხელში აღება, სრულად ბრიუსელის სინდისზეა, რომელმაც ადამიანის თუ ნივთის დაწვა მშვიდობიანი და ლეგიტიმური პროტესტის ფორმად გამოაცხადა.

ამ პასუხისმგებლობას ვერ გაექცევა ვერც ევროკავშირის ელჩი, სანამ ის საჯაროდ და მკაფიოდ არ გაემიჯნება, ბენზინიანი ბოთლების ევროკავშირის სახელით დამზადებას და სროლას.

მართლაც სირცხვილია, რომ ბრიუსელი ევროკავშირს ძალადობასთან აიგივებს”,- წერს შალვა პაპუაშვილი.

პეტერ ფიშერი - ჩვენ არ ვართ რეჟიმის შემცვლელი აგენტები, არ გვადარდებს, ვინ მართავს საქართველოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.02.2026
მარინე ჩიტაშვილი - რეალურად, არ იქმნება საშუალება, რომ კვლევაზე დაფუძნებული სწავლება განვითარდეს, ეს საქართველოს მასშტაბით ერთდროულად უმაღლესი განათლების და კვლევითი პოტენციალის მკვლელობაა
სილქნეტის აქცია ვალენტინობაზე: 1+1 პაკეტი ორი ნომრისთვის ერთის ფასად
პირველი ფაზის ბოლო შეთავაზება „თბილისის აკრებში“
სტუდიო ლიბერთი ვადიანი ტიპის ანაბრებზე ახალ კამპანიას იწყებს
მორიგი საერთაშორისო აუდიტი GM PHARMA-ში წარმატებით დასრულდა, რაც ევროპის ბაზარზე პოზიციების განმტკიცებას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის
სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო