ირაკლი კობახიძე - პატიმრები, რომლებსაც უწოდებენ სინდისის პატიმრებს, სინამდვილეში, უსინდისო ქმედებების გამო არიან კონკრეტული ბრალის ქვეშ

პატიმრები, რომლებსაც უწოდებენ სინდისის პატიმრებს, სინამდვილეში, უსინდისო ქმედებების გამო არიან კონკრეტული ბრალის ქვეშ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, 1000-მდე ადამიანი ძალადობდა გასული წლის ნოემბრის საპროტესტო აქციებზე და ათასამდე ადამიანიდან მხოლოდ 30 არის დაკავებული, რაც მაღალ სტანდარტებზე მიანიშნებს.

„საქართველოში არის ეფექტიანი მართლმსაჯულება, რომელიც უზრუნველყოფს სტანდარტების და კანონმდებლობის შესაბამისად საქმეების გადაწყვეტას. რაც შეეხება ზოგადად, ამ 30 პატიმარს, რომლებსაც უწოდებენ სინდისის პატიმრებს - სინამდვილეში, უსინდისო ქმედებების გამო არიან ეს ადამიანები კონკრეტული ბრალის ქვეშ. ათასამდე ადამიანი ძალადობდა ნოემბრის ბოლოს, დეკემბრის დასაწყისში გასულ წელს და ათასამდე ადამიანიდან მხოლოდ 30 არის დაკავებული, რაც მაღალ სტანდარტებზე მიანიშნებს. სინამდვილეში საქართველოში არის გამოძიების და სასამართლოს მაღალი სტანდარტი და სწორედ ამის გამო არის 3%-იანი მაჩვენებელი რეალურად. გახსოვთ, რა მასშტაბის ძალადობა ხორციელდებოდა გასული წლის ბოლოს და ამ მასშტაბის ძალადობის ფონზე მხოლოდ 30 პატიმარი მიანიშნებს სწორედ მაღალ სტანდარტზე“, - განაცხადა პრემიერმა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს