ირაკლი კობახიძე ბერლინში გიორგი გახარიასთან ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრაზე - ოპოზიცია სასაცილო მდგომარეობაშია - კაცი გაპარულია, იქ ჩააკითხეს, იქ ჰქონდათ მოლაპარაკებები, სერიოზულიც არაა ეს ყველაფერი

პრემიერ-მინისტრ, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ოპოზიცია დასუსტებულია, რის გამოც მათ უჭირთ საერთო სიებზე და მერობის კანდიდატებზე შეთანხმება.

შესაბამისი განცხადებით პრემიერმა უპასუხა კითხვას იმასთან დაკავშირებით, რომ „ლელო-ძლიერ საქართველოსა“ და „გახარია საქართველოსთვის“ ამ დრომდე არ წარუდგენიათ მერობის კანდიდატები ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის.

პრემიერის თქმით, ასეთი მოვლენები დაკავშირებულია სისუსტესთან.

„ამ შემთხვევაში ჩვენ ვიცით, რომ რადიკალური ოპოზიცია არის დასუსტებული და ამ სისუსტის ფონზე მათთვის რთულია სიებზე და კანდიდატებზე შეჯერება, თუმცა ეს არის მათი საქმე, ჩვენ სრულად კონცენტრირებულები ვართ საკუთარ საარჩევნო კამპანიაზე. ჩვენი ფორმულა მარტივია 64/64-ზე - 64 მერი/64 საკრებულო. დარწმუნებული ვართ, რომ სწორედ ასეთი ფორმულით გავიმარჯვებთ“,- განაცხადა კობახიძემ.

კობახიძე აცხადებს, რომ ოპოზიცია „სასაცილო მდგომარეობაშია“ და უკიდურესად დასუსტებულია, რაც, მისი შეფასებით, პროცესების ჯანსაღი მიმართულებით განვითარებას უწყობს ხელს.

„კაცი [გიორგი გახარია] გაპარულია, იქ ჩააკითხეს, იქ ჰქონდათ მოლაპარაკებები, სერიოზულიც არაა ეს ყველაფერი. საბოლოოდ, ეს არაჯანსაღი ოპოზიცია უნდა ჩანაცვლდეს ჯანსაღი პოლიტიკური ძალებით. ამ ეტაპზე სწორედ ამ მიმართულებით წარიმართება პროცესები“, – აღნიშნა კობახიძემ.

ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
ზვიად კორძაძე იურიდიული ფირმების ასოციაციის თავმჯდომარედ აირჩიეს
„ბაკურიანი” გიორგი მიქაუტაძესთან ერთად, ახალ ლიმიტირებულ შეფუთვას წარმოგიდგენთ
ვეტცელი 1908 - ბაზისბანკი თანამედროვე სტუმარ-მასპინძლობის გასტრონომიური სახლის მხარდამჭერია
Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო - შექმენი შენი წარმატებული ტექნოლოგიური მომავალი
„თეთრი კვადრატის“ რებრენდინგი - კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა
„სილქნეტი“ Tatuza Jazz Club-ის მხარდამჭერი გახდა