NBC News - ტრამპსა და პუტინს შორის ერთი-ერთზე შეხვედრის ნაცვლად სამი-სამზე შეხვედრა ჩატარდება

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შორის ერთი-ერთზე შეხვედრის ნაცვლად სამი-სამზე შეხვედრა ჩატარდება. ამის შესახებ ინფორმაციას ამერიკული ტელეარხი NBC News-ი თეთრი სახლის მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ავრცელებს.

მისი თქმით, ტრამპთან ერთად შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო და სპეცწარმომადგენელი, სტივ უიტკოფი. შეხვედრას ასევე თარჯიმნები დაესწრებიან.

აქამდე ინფორმაცია ვრცელდებოდა, რომ ტრამპსა და პუტინს შორის შეხვედრა ერთი-ერთზე ფორმატში წარიმართებოდა. სამი-სამზე შეხვედრის შემდეგ ორმხრივი სამუშაო ლანჩი გაიმართება, რომელსაც ამერიკელების მხრიდან დაესწრებიან სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო, თავდაცვის მდივანი პიტ ჰეგსეტი, სახაზინო მდივანი სკოტ ბესენტი, ვაჭრობის მდივანი ჰოვარდ ლუტნიკი, თეთრი სახლის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, სუზი უალსი და სპეცწარმომადგენელი სტივ უიტკოფი.

ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
ზვიად კორძაძე იურიდიული ფირმების ასოციაციის თავმჯდომარედ აირჩიეს
„ბაკურიანი” გიორგი მიქაუტაძესთან ერთად, ახალ ლიმიტირებულ შეფუთვას წარმოგიდგენთ
ვეტცელი 1908 - ბაზისბანკი თანამედროვე სტუმარ-მასპინძლობის გასტრონომიური სახლის მხარდამჭერია
Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო - შექმენი შენი წარმატებული ტექნოლოგიური მომავალი
„თეთრი კვადრატის“ რებრენდინგი - კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა
„სილქნეტი“ Tatuza Jazz Club-ის მხარდამჭერი გახდა