დონალდ ტრამპი - ბევრ საკითხზე შევთანხმდით, ვიტყოდი, რომ უმეტესობაზე, ზოგიერთ დიდ საკითხზე ბოლომდე ვერ შევთანხმდით, მაგრამ წინ წავიწიეთ - ცოტა ხანში ზელენსკის დავურეკავ

ბევრ საკითხზე შევთანხმდით, ვიტყოდი, რომ უმეტესობაზე, ზოგიერთ დიდ საკითხზე ბოლომდე ვერ შევთანხმდით, მაგრამ წინ წავიწიეთ. ცოტა ხანში ზელენსკის დავურეკავ, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ალასკაში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

“მადლობა, ბატონო პრეზიდენტო. ძალიან საფუძვლიანი და ჩემი რწმენით, ძალიან პროდუქტიული შეხვედრა გვქონდა. ბევრ საკითხზე შევთანხმდით, ვიტყოდი, რომ უმეტესობაზე. ზოგიერთ დიდ საკითხზე ბოლომდე ვერ შევთანხმდით, მაგრამ წინ წავიწიეთ. შეთანხმება არ არის, სანამ შეთანხმება არ იქნება. ნატოს წარმომადგენლებს დავურეკავ ცოტა ხანში. სხვადასხვა ხალხს დავურეკავ, ვინც მგონია, რომ სათანადოა. რა თქმა უნდა, პრეზიდენტ ზელენსკის დავურეკავ და დღევანდელ შეხვედრაზე ვეტყვი. საბოლოო ჯამში ეს მათზეა დამოკიდებული დათანხმდებიან თუ არა იმას, რაც მარკომ [რუბიო] და სტივმა [უიტკოფი] მოიფიქრეს… ძალიან ველით შეთანხმებას. ნამდვილად დიდ პროგრესს მივაღწიეთ დღეს", - განაცხადა ტრამპმა.

პრესკონფერენციის შემდეგ ტრამპმა და პუტინმა ჟურნალისტების კითხვებს არ უპასუხეს და ისე დატოვეს დარბაზი.

ავთანდილ წულაძე - გეოპოლიტიკური ვითარება მსოფლიოში სწრაფად იცვლება და საქართველო ვერ დარჩება ამ ცვლილებების მიღმა, სწორედ ამიტომ, პოლიტიკური აპათიისა და „ძველი დროების“ ნოსტალგიის პერიოდი ხანმოკლე იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
„ლექსუს თბილისმა“ პრესტიჟული ჯილდო „KIWAMI“ მეხუთედ მოიპოვა
„ბიბლუსი“ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად 13-14 სექტემბერს სიურპრიზებს გიმზადებთ