ლევან სანიკიძე  - ყველას მოვუწოდებთ, რომ 4 ოქტომბერს შევხვდეთ ქუჩაში - ეს არის მნიშვნელოვანი თარიღი

ჩვენ ყველას მოვუწოდებთ, რომ 4 ოქტომბერს შევხვდეთ ქუჩაში. ეს არის მნიშვნელოვანი თარიღი, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან სანიკიძემ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების კითხვებზე საპასუხოდ განაცხადა.

მისი თქმით, არსებობს რამდენიმე ვარიანტი, თუ როგორ შეიძლება მოიქცნენ მოქალაქეები 4 ოქტომბერს, თვითმმართველობის არჩევნების დღეს.

„ჩვენ 4 ოქტომბერს არავის არ მოვუწოდებთ საარჩევნო უბნებზე მივიდნენ, პირიქით, ჩვენ მათ მოვუწოდებთ რამდენიმე ვარიანტიდან აირჩიონ, თუ როგორ მოიქცნენ. ერთია ის, რომ მივიდნენ ე.წ. საარჩევნო უბანთან და მიიღონ მონაწილეობა რუსულ სპეცოპერაციაში. მეორე, ჩათვალონ, რომ მათი საქმე არ არის და იყვნენ სახლში, ან წავიდნენ მეგობრებთან ერთად ან მუზეუმში. მესამე გზა არის ის, რომ გავიდნენ ქუჩაში. ჩვენ ყველას მოვუწოდებთ, რომ 4 ოქტომბერს შეხვდეთ ქუჩაში. ეს არის მნიშვნელოვანი თარიღი“,- განაცხადა მან.

რაც შეეხება სხვა თემებს, მათ შორის ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შეჩერებას, ლევან სანიკიძემ აღნიშნა, რომ თუ ეს მოხდება, მთლიანი პასუხისმგებლობა ბიძინა ივანიშვილზე და „ქართულ ოცნებაზე“ იქნება.

„ქართული ოცნება“ ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ქვეყნის 4 მილიონი მოქალაქე დასანქცირდეს. ეს არის მთლიანად „ქართული ოცნების“ პასუხისმგებლობა და მათი მიზანმიმართული საბოტაჟი თითოეული ჩვენგანის წინააღმდეგ. ქვეყნის დე-ფაქტო ხელისუფლებამ 28 ნოემბერს გამოაცხადა, რომ ისინი წყვეტენ ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესს მინიმუმ 2028 წლამდე. ამ ვითარებაში ბუნებრივია, „ქართული ოცნებისგან“ არავითარი დათმობის და ნაბიჯების გადადგმის მოლოდინი ჩვენ არ გვაქვს.

„ქართული ოცნების“ ერთ-ერთი დავალება და დირექტივა, რომელიც მათი პატრონებისგან, რუსეთისგან არის მიღებული, გულისხმობს ევროინტეგრაციის შეჩერებას, ნატო-ში საქართველოს ინტეგრაციის წინსვლის შეჩერებას და ასევე უვიზო მიმოსვლის ჩამორთმევას ქართველი ხალხისთვის. ამის მთავარი ინიციატორი არის ბიძინა ივანიშვილი. იმ პოლიტიკური კრიზისის აღმოფხვრა, რომელიც საქართველოშია, ძალიან მარტივად შეიძლება, თუმცა ამას ივანიშვილი მიზანმიმართულად არ აკეთებს“, - განაცხადა სანიკიძემ.

ლევან ლორთქიფანიძე - ნისლი გაფანტულია - „ქართული ოცნების“ საგარეო და საშინაო პოლიტიკა სულ უფრო ცხადი და განსაზღვრული ხდება, ივანიშვილი საზოგადოებას უზარმაზარი მორალური კომპრომისისთვის ამზადებს
ქართული პრესის მიმოხილვა 13.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა
„ცისკარი S90“ საქართველოს ანტარქტიდის პირველ კომბინირებულ ექსპედიციას იწყებს
Turbo - კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
სილქნეტმა საქართველოში პირველი Tier III სერტიფიცირებული კომერციული მონაცემთა ცენტრის მშენებლობა დაიწყო
„დიემჯი ჯგუფი” „ლაგუნა ვერეს“, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ეროვნულმა ნაკრებმა IOAI 2026-ზე ისტორიული შედეგი აჩვენა - 7 მედალი და საპატიო სიგელი
Skillwill-ში პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების (QA) სადიპლომო პროგრამაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო
ჩუღურეთის რაიონში ხორციელდება მასშტაბური მწვანე პროექტი, რომელიც მარტივად უკავშირდება ქალაქის ცენტრს