მარკო რუბიო - აშშ-სა და რუსეთს გრძელი გზა აქვთ გასავლელი, მაგრამ პრეზიდენტების შეხვედრა პროგრესია

აშშ-სა და რუსეთს გრძელი გზა აქვთ გასავლელი, მაგრამ პრეზიდენტების შეხვედრა პროგრესია, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ ალასკაზე აშშ-რუსეთის სამიტზე რუსულ მედიას განუცხადა.

„ჯერ კიდევ გრძელი გზა გვაქვს გასავლელი, მაგრამ პროგრესი არის“, - განაცხადა მარკო რუბიომ.

კითხვაზე, დადებით გავლენას მოახდენს თუ არა ალასკაზე გამართული შეხვედრა უკრაინაში სამშვიდობო პროცესზე, მარკო რუბიომ უპასუხა, რომ „იმედოვნებს, ეს ასე იქნება“.

„ვიმედოვნებთ, რომ ეს ასე იქნება. სწორედ ამიტომ გვქონდა შეხვედრა“, - აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.

მარკო რუბიომ იმედი გამოთქვა, რომ აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტების მორიგი შეხვედრა მალე შედგება.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს