ლევან სანიკიძე - შეხვედრის მთავარი შედეგია, რომ პუტინი მშვიდობას არ აპირებს, ჩვენთვის კი ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ უკრაინისთვის გრძელვადიანი სამშვიდობო შეთანხმება უფრო რეალისტური გახდა, რადგან რუსეთი გაცილებით სუსტია, ვიდრე 2022 წელს

შეხვედრის მთავარი შედეგია, რომ პუტინი აგრძელებს ომს და მშვიდობას არ აპირებს. ჩვენთვის კი, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია - უკრაინისთვის გრძელვადიანი და სასიკეთო სამშვიდობო შეთანხმება უფრო რეალისტური გახდა, რადგან რუსეთი დღევანდელ პირობებში გაცილებით სუსტია, ვიდრე 2022 წელს, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან სანიკიძემ რუსეთისა და აშშ-ის პრეზიდენტებს შორის გამართული შეხვედრის შეფასებისას განაცხადა.

მისი თქმით, პუტინმა მორიგ ჯერზე დაამტკიცა, რომ ომის შეჩერება არ სურს.

„საინტერესოა, რომ ოფიციალური ვახშამი, რომელიც უნდა შემდგარიყო პუტინსა და ტრამპს შორის, არ შედგა და მანამდე მოუწია პუტინს წასვლა. ესეც მნიშვნელოვანი ფაქტია პროტოკოლისთვისაც. მნიშვნელოვანი არის არა მხოლოდ ის, რაც თქვეს, არამედ, რა შედეგიც დადგა და შედეგი არის ის, რომ პუტინმა მორიგ ჯერზე დაამტკიცა, რომ ამ ომის შეჩერება არ სურს. ასევე ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ისიც, რომ უკრაინის ბედი არ გადაწყდება უკრაინის და ევროპის გარეშე. შემდეგ შეხვედრას დანამდვილებით, თუ კი ის შედგება, აუცილებლად უნდა დაესწროს უკრაინის პრეზიდენტი. აქედან გამომდინარე უკრაინა, რომელიც მოწოდებულია, რომ მიიღოს გრძელვადიანი გარანტირებული მშვიდობა, რომელსაც ეყოლება კონკრეტული გარანტორები და ეს მშვიდობის პირობები იქნება უკრაინისთვის სასიკეთო პირობები და არა რუსეთისთვის, ჩემი აზრით, უფრო რეალისტური გახდა ამ შეხვედრის შემდეგ, რადგან პუტინი აგრძელებს ზუსტად იმავეს, რასაც აქამდე აკეთებდა - სისხლიანი დიქტატორი, ტერორისტული სახელმწიფოს პრეზიდენტი, რომელიც არის მსოფლიო ბოროტების ბუდე. კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ამ კაცს არავითარი მშვიდობა არ სურს და უკრაინაში აპირებს იმ სისხლიანი დაპირისპირების გაგრძელებას, რომელიც 2022 წლის 24 თებერვალს დაიწყო, უბრალოდ, საბედნიეროდ, რუსეთი დღეს არის გაცილებით უფრო სუსტი, ვიდრე 2022 წელს. მათ დაკარგეს სირია, ირანი, სომხეთი, აზერბაიჯანი, ვერავითარ წარმატებას ვერ მიაღწიეს მოლდოვასა და რუმინეთში, აქედან გამომდინარე, რუსეთის სამხედრო შესაძლებლობებიც ყოველდღიურად უფრო სუსტდება, მაგრამ მიუხედავად ამის,ა პუტინი არის მთავარი ინიციატორი, რომ არ შედგეს სამშვიდობო შეთანხმება უკრაინისა და რუსეთს შორის.” - განაცხადა ლევან სანიკიძემ.

ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
ზვიად კორძაძე იურიდიული ფირმების ასოციაციის თავმჯდომარედ აირჩიეს
„ბაკურიანი” გიორგი მიქაუტაძესთან ერთად, ახალ ლიმიტირებულ შეფუთვას წარმოგიდგენთ
ვეტცელი 1908 - ბაზისბანკი თანამედროვე სტუმარ-მასპინძლობის გასტრონომიური სახლის მხარდამჭერია
Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო - შექმენი შენი წარმატებული ტექნოლოგიური მომავალი
„თეთრი კვადრატის“ რებრენდინგი - კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა
„სილქნეტი“ Tatuza Jazz Club-ის მხარდამჭერი გახდა