ევროპელი ლიდერები - მზად ვართ, პრეზიდენტ ტრამპთან და პრეზიდენტ ზელენსკისთან ევროპული მხარდაჭერით სამმხრივი სამიტის ჩატარების მიმართულებით ვითანამშრომლოთ

მზად ვართ პრეზიდენტ ტრამპთან და პრეზიდენტ ზელენსკისთან ევროპული მხარდაჭერით სამმხრივი სამიტის ჩატარების მიმართულებით ვითანამშრომლოთ, - ამის შესახებ ერთობლივ განცხადებას ევროპელი ლიდერები ავრცელებენ.

„დღეს დილით, პრეზიდენტმა ტრამპმა, 15 აგვისტოს, ალასკაზე რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრის შესახებ ჩვენ და პრეზიდენტ ზელენსკის გვაცნობა. ლიდერები მიესალმნენ პრეზიდენტ ტრამპის ძალისხმევას, რათა შეაჩეროს მკვლელობები უკრაინაში, დაასრულოს რუსეთის აგრესიული ომი და სამართლიან და მდგრად მშვიდობას მიაღწიოს“, - ნათქვამია განცხადებაში.

ევროპელი ლიდერების განცხადებით, უკრაინას საკუთარი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად მყარი უსაფრთხოების გარანტიები უნდა ჰქონდეს.

„მივესალმებით პრეზიდენტ ტრამპის განცხადებას, რომ აშშ მზად არის უსაფრთხოების გარანტიები გასცეს. არანაირი შეზღუდვა არ უნდა დაწესდეს უკრაინის შეიარაღებულ ძალებსა ან მესამე ქვეყნებთან მის თანამშრომლობაზე. უკრაინის ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების გზაზე რუსეთს არ შეიძლება ვეტოს დადების უფლება ჰქონდეს“, - აცხადებენ ლიდერები.

განცხადების თანახმად, უკრაინამ საკუთარი ტერიტორიის შესახებ გადაწყვეტილებები თავად უნდა მიიღოს.

უკრაინის მიმართ ჩვენი მხარდაჭერა გაგრძელდება. სანამ უკრაინაში მკვლელობები გრძელდება, ჩვენ რუსეთზე ზეწოლის გასაგრძელებლად მზად ვართ“, - აღნიშნულია განცხადებაში.

განცხადებას ხელს ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯია მელონი, გერმანიია კანცლერი ფრიდრიხ მერცი, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი, ფინეთის პრეზიდენტი ალექსანდერ სტუბი, პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი და ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ანტონიო კოშტა აწერენ.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ემილ ავდალიანი - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყება საკმაოდ რეალისტურია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გავლით არსებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტებს მეტი მნიშვნელობა მიენიჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
„სქილვილის“ პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდით VET.GE-ზე
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა