ირაკლი ქადაგიშვილი ტრამპი-პუტინის შეხვედრაზე - მგონი ნათელია, რომ თუ ამ პოზიტიურ შეხვედრას შემდგომი ნაბიჯები მოჰყვება, ეს საბოლოოდ, მშვიდობის დამყარებას უზრუნველყოფს - ეს მნიშვნელოვანია საქართველოსთვისაც, რადგან ამ ომმა საქართველოზეც გადაიარა

მგონი ნათელია, რომ თუ ამ პოზიტიურ შეხვედრას, რომელიც ორივე პრეზიდენტის მიერ პოზიტიურად შეფასდა და რაც კონკრეტული ოპტიმიზმის საშუალებას იძლევა, შემდგომი ნაბიჯები მოჰყვება, ეს საბოლოო ჯამში, მშვიდობის დამყარებას უზრუნველყოფს - ღმერთმა ინებოს, რომ ეს ყველაფერი დასრულდეს მშვიდობით, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ირაკლი ქადაგიშვილმა ტრამპი-პუტინის შეხვედრის შეფასებისას განაცხადა.

მისი თქმით, მშვიდობა მნიშვნელოვანია რეგიონისთვის და კონკრეტულად, საქართველოსთვის.

„მგონი ნათელია, რომ თუ ამ პოზიტიურ შეხვედრას, რომელიც ორივე პრეზიდენტის მიერ პოზიტიურად შეფასდა და რაც კონკრეტული ოპტიმიზმის საშუალებას იძლევა, შემდგომი ნაბიჯები მოჰყვება, ეს საბოლოო ჯამში, მშვიდობის დამყარებას უზრუნველყოფს. რა თქმა უნდა, ეს ძალიან მნიშვნელოვანია რეგიონისთვის, ევროპისთვის და რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია მშვიდობა კონკრეტულად საქართველოსთვის იმიტომ, რომ ამ ომმა საქართველოზეც გადაიარა. ჩვენმა ხელისუფლებამ მოვახერხეთ, რომ საქართველო არ გამოყენებულიყო ამ „პროქსი ომის“ ერთ-ერთ მარიონეტად, მაგრამ ჩვენ ვნახეთ, რამხელა გარე და შიდა ზეწოლის ქვეშ ყოფნა მოუწია საქართველოს იმისთვის, რომ ჩვენ ვინარჩუნებდით მშვიდობას ჩვენს ქვეყანაში. ღმერთმა ინებოს, რომ ეს ყველაფერი დასრულდეს მშვიდობით“, -განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

გიორგი კაჭარავა - ნატოს ანკარის სამიტმა მკაფიოდ აჩვენა, რომ შავი ზღვის რეგიონი მისი თავდაცვის მოწინავე ხაზია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.07.2026
კორეული პრემიუმ ბრენდი Manyo უკვე PSP-შია
„არქიმ“ და NEXT-მა პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში ერთობლივი ოფისი გახსნეს
მილანში „ლა გაზეტა ჯორჯიას“ მუშაობა შეაჯამეს
„ვისოლი“ Luxury და Sport კატეგორიის ავტომობილებისთვის საქართველოში ყველაზე მაღალოქტანიანი საწვავის - A1-ის იმპორტს იწყებს