ანდრეი სიბიგა - პუტინმა ომის გაჭიანურების შედეგები უნდა გაიგოს - მის სიტყვას ფასი არ აქვს, ახლა მხოლოდ მის ქმედებებს შეუძლია აჩვენოს, ნამდვილად სურს თუ არა ომის დასრულება

პუტინმა ომის გაჭიანურების შედეგები უნდა გაიგოს, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანდრეი სიბიგა სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

„წარსულში მან არაერთხელ მოიტყუა და მის სიტყვას ფასი არ აქვს. ახლა მხოლოდ მის ქმედებებს შეუძლია აჩვენოს, ნამდვილად სურს თუ არა, ტერორისა და ომის დასრულება“, - წერს ანდრეი სიბიგა.

მისი თქმით, „მშვიდობა ძალის მეშვეობით უკრაინის პრიორიტეტად რჩება“.

„მოსკოვზე ზეწოლა და უკრაინის შესაძლებლობების გაძლიერება მშვიდობის პროცესში წინსვლისთვის მნიშვნელოვანი კომპონენტებია. უკრაინა სამშვიდობო ძალისხმევის ერთგული რჩება. ჩვენ ომის დასასრულებლად, ადამიანების სიცოცხლის გადასარჩენად და ჩვენი ხალხის გასათავისუფლებლად ყველა შესაძლებლობას გამოვიყენებთ“, - აცხადებს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი.

ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
ზვიად კორძაძე იურიდიული ფირმების ასოციაციის თავმჯდომარედ აირჩიეს
„ბაკურიანი” გიორგი მიქაუტაძესთან ერთად, ახალ ლიმიტირებულ შეფუთვას წარმოგიდგენთ
ვეტცელი 1908 - ბაზისბანკი თანამედროვე სტუმარ-მასპინძლობის გასტრონომიური სახლის მხარდამჭერია
Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო - შექმენი შენი წარმატებული ტექნოლოგიური მომავალი
„თეთრი კვადრატის“ რებრენდინგი - კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა
„სილქნეტი“ Tatuza Jazz Club-ის მხარდამჭერი გახდა