სალომე სამადაშვილი - ომი დასავლეთსა და რუსეთს შორის მიმდინარეობსო, პუტინს უთქვამს და აბა ხომ არ ტყუისო, ამოიქოქა „ქოც-რუსული“ პროპაგანდა, პუტინი 20 წელია რევანშის მოწყობას ცდილობს დასავლეთისთვის - რევანში საქართველოში არც ივანიშვილის ხელით გამოუვა

ომის თავიდან აცილება შესაძლებელი იყოო, საქართველოშიც და უკრაინაშიც, გვამცნობს ვინმე შალვა, პარლამენტის თავმჯდომარედ წოდებული­ - პუტინს რევანში საქართველოში არც ივანიშვილის ხელით გამოუვა. მართალია, ქართველების დიდ ნაწილს 12 წელი დასჭირდა მისახვედრად, BACK TO THE USSR რომ უკრეს თავი, მაგრამ ხომ მიხვდა, რაც მთავარია,- ამის შესახებ „ლელო - ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი სალომე სამადაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, ცივი ომი, რომელიც დასავლეთსა და რუსეთს შორის მიმდინარეობდა, რუსეთის დამარცხებით დასრულდა, პუტინი კი 20 წელია რევანშის მოწყობას ცდილობს დასავლეთისთვის.

„ომი დასავლეთსა და რუსეთს შორის მიმდინარეობსო - პუტინს უთქვამს და აბა ხომ არ ტყუისო -ამოიქოქა „ქოც-რუსული“ პროპაგანდა.

მართალია, დიახ, ცივი ომი დასავლეთს და რუსეთს შორის ომი იყო. წააგო რუსეთმა. პუტინი 20 წელია რევანშის მოწყობას ცდილობს დასავლეთისთვის.

ომის თავიდან აცილება შესაძლებელი იყოო, საქართველოშიც და უკრაინაშიც, გვამცნობს ვინმე შალვა, პარლამენტის თავმჯდომარედ წოდებული.

დიახ, ლავროვის მაისურზე წარწერით გაცხადებულ პირობას - სსრკ-ს აღდგენას თუ დათანხმდებიან ქართველები, უკრაინელები და სხვები, იყო, ცხადია.

არ ვართ თანახმა...არც ჩვენ, არც ამერიკა და არც ევროპა, საბედნიეროდ. თანახმაა ივანიშვილი.

პუტინს რევანში საქართველოში არც ივანიშვილის ხელით გამოუვა. მართალია, ქართველების დიდ ნაწილს 12 წელი დასჭირდა მისახვედრად, BACK TO THE USSR-რომ უკრეს თავი, მაგრამ ხომ მიხვდა, რაც მთავარია. სანამ იბრძვის უკრაინა, სანამ იბრძვის ქართველი ხალხი და სანამ დასავლეთის მყარი პოზიციაა, რომ „ჩვენი ბედი ჩვენადვე გვეყუდნეს“, გამარჯვების უნდა გვჯეროდეს.

ამასობაში გაირკვა, რომ სსრკ არც სომხეთს უნდა, არც აზერბაიჯანს და არც ცენტრალურ აზიას. ლუკაშენკოც კი არაა ყაბულს.

ასე რომ, ლავროვის მაისური ხნოვანი და ბოროტი კაცის ნოსტალგიური მოგონებად დარჩება ისტორიას, სახელმწიფოზე, რომელიც აღარ არსებობს და არც აღარასოდეს იარსებებს.

ჩვენი საკუთარი ხნოვანი თუ ახალგაზრდა ბოროტებიც ამ აუსრულებელ ოცნებას შეეწირებიან, ოცნებას სსრკ-ს აღდგენაზე, „ქართული ოცნების“ დარქმევა რომ გაუბედეს!“- წერს სალომე სამადაშვილი.

ავთანდილ წულაძე - პუტინი ახლა, როგორც კაზინოში უიღბლო მოთამაშე, ვა-ბანკზე მიდის, მის ხელთ არსებულ ყველა რესურსს დებს იმ იმედით, იქნებ ახლა მაინც გაუმართლოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში