ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსეთი ომის დასრულების მცდელობებს ართულებს

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთი ომის დასრულების მცდელობებს ართულებს.

„ვხედავთ, რომ რუსეთი უარყოფს ცეცხლის შეწყვეტის მრავალრიცხოვან მოწოდებებს და ჯერ არ განუსაზღვრია, როდის შეწყვეტს მკვლელობას. ეს ართულებს სიტუაციას. თუ მათ არ აქვთ ნება, შეასრულონ დარტყმების შეჩერების მარტივი ბრძანება, შესაძლოა დიდი ძალისხმევა დასჭირდეს იმას, რომ რუსეთს ჰქონდეს ნება, განახორციელოს გაცილებით დიდი - მეზობლებთან ათწლეულების განმავლობაში მშვიდობიანი თანაარსებობა“, - წერს ზელენსკი სოციალურ პლატფორმა X-ზე.

მისი განცხადებით, მკვლელობების შეჩერება ომის შეჩერების მთავარი ელემენტია.

„ვემზადებით ორშაბათს პრეზიდენტ ტრამპთან შეხვედრისთვის და მადლობელი ვარ მიწვევისთვის. მნიშვნელოვანია, ყველა თანხმდებოდეს, რომ საჭიროა საუბარი ლიდერების დონეზე, რათა დაზუსტდეს ყველა დეტალი და დადგინდეს, რომელი ნაბიჯებია აუცილებელი და ეფექტური“, - წერს ზელენსკი.

გიორგი ბილანიშვილი - დღეს ოპოზიციის პოზიციები „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში კიდევ უფრო სუსტია, ვიდრე ის თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში