საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია - ევროპელები და აშშ განახორციელებენ კოორდინაციას იმ მიზნით, რომ მიაღწიონ სამართლიან და ხანგრძლივ მშვიდობას, რომელიც დაიცავს უკრაინის სასიცოცხლო ინტერესებს და ევროპის უსაფრთხოებას

საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ ორშაბათს, სხვა ევროპელ ლიდერებთან ერთად, ვაშინგტონში აშშ-სა და უკრაინის პრეზიდენტების, დონალდ ტრამპისა და ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრას შეუერთდება.

„ევროპელები და შეერთებული შტატები განახორციელებენ კოორდინაციას იმ მიზნით, რომ მიაღწიონ სამართლიან და ხანგრძლივ მშვიდობას, რომელიც დაიცავს უკრაინის სასიცოცხლო ინტერესებს და ევროპის უსაფრთხოებას“, - აღნიშნულია საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ცნობისთვის, მანამდე, ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა, გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა და ფინეთის პრეზიდენტმა, ალექსანდრ სტუბმა განაცხადეს, რომ ვაშინგტონში ჩავლენ და დონალდ ტრამპსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის დაგეგმილ შეხვედრას დაესწრებიან.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს