გრიგოლ გეგელია - ჩვენ 200 000 ახალ სამუშაო ადგილს შევქმნით, ამისთვის უპირველეს ყოვლისა, ყველა უნდა მოვიდეთ არჩევნებზე და გამოვტაცოთ ამ ხელისუფლებას ყველა სოფელი, დაბა და ქალაქი

„ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გრიგოლ გეგელიას განცხადებით, ხარაგაულში „კორუფციისა და თაღლითური სქემის ნიშნები“ იკვეთება.

როგორც გრიგოლ გეგელიამ ხარაგაულში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, მუნიციპალიტეტმა მხოლოდ დასუფთავების პროგრამის ბიუჯეტიდან გასულ წელს 2,5 მილიონი დახარჯა, აქედან 1,6 მილიონი ხელფასების სახით დარიგდა იმ სამუშაო ადგილებში, რომელიც ხელოვნურად იყო შექმნილი.

გეგელიას განცხადებით, არსებობს კორუფციის და ბიუჯეტის არამიზნობრივი ხარჯვის საფუძვლიანი ეჭვი, რაზეც „ლელო-ძლიერი საქართველო“ პასუხისმგებლობას ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობას აკისრებს.

„ახლა ჩვენ ვიმყოფებით ხარაგაულში, რომელიც არის „ქოცური“ აუხდენელი ოცნებების და კორუფციის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო გამოხატულება. ახლა ჩვენ ვართ დევების ადგილთან, რომელსაც „ქოცებმა“ დაცვა დაუნიშნეს. დიახ, არც მეტი, არც ნაკლები, მითიური არსების რამდენიმე ტონიან ძეგლს „ქოცებმა“ დაცვა დაუნიშნეს. რატომ? იმიტომ, რომ „ქოცები“ ვერ ამუშავებენ ეკონომიკას, ვერ ქმნიან სამუშაო ადგილებს, ადამიანებს ვერ აძლევენ ეკონომიკური განვითარების საშუალებას და ამიტომ, მათ გადაწყვიტეს თაღლითური სქემის გამოყენებით ადამიანების ე.წ. დასაქმება. ეს კონკრეტული მუნიციპალიტეტი არის სახელგანთქმული დასაქმების თაღლითური სქემით, რომელიც არც რეალურ სამუშაო ადგილებს ქმნის, არც რეალურ ადგილობრივ ეკონომიკას უწყობს ხელს, არამედ წარმოშობს ხალხის ფულის ფლანგვის ერთით მეტ თაღლითურ „ქოცურ“ სქემას. იმ ფონზე, როდესაც ხარაგაულის ზოგიერთ სოფელში მეწყერსაშიში ზონების გამო, მოსახლეობა თავის საცხოვრებელ სახლს ტოვებს, ამავე მუნიციპალიტეტის გამწვანებას, ოფიციალური მონაცემებით, 114 ადამიანი უზრუნველყოფს. მხოლოდ დასუფთავების სამსახურში დასაქმებულთა რაოდენობა 1000 ადამიანამდეა“,- განაცხადა გეგელიამ. მისი თქმით, „ლელო-ძლიერი საქართველო“ არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, 200 000 ახალ სამუშაო ადგილს შექმნის.

„ეს არის "ქოცური", თაღლითური სქემა. ამიტომაც, ყველანი უნდა დავირაზმოთ, დავიბრუნოთ ხარაგაული, იმერეთი, საქართველო და შევქმნათ რეალური დასაქმების ადგილები, რომელიც ადამიანებს მისცემს საშუალებას, საკუთარი ნიჭი და ენერგია გამოავლინონ, რომელიც მათ მისცემს მაღალანაზღაურებად, ხარისხიან, კვალიფიციურ ახალ სამუშაო ადგილებს. ჯამში, ჩვენ 200 ათას ახალ სამუშაო ადგილს შევქმნით, ამისთვის უპირველეს ყოვლისა, ყველა ჩვენგანი უნდა მოვიდეთ არჩევნებზე და გამოვტაცოთ ამ ხელისუფლებას ყველა სოფელი, დაბა და ყველა ქალაქი“,-განაცხადა გეგელიამ.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია