ვაშინგტონში სამართალდამცავებმა, დანაშაულთან ბრძოლის ფარგლებში, 68 ადამიანი დააკავეს

ვაშინგტონში, დანაშაულის წინააღმდეგ მიმართული ფედერალური ზომების ფარგლებში, ერთ ღამეში 68 ადამიანი დააკავეს, - ინფორმაციას Fox News-ი თეთრ სახლზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, სამართალდამცავებმა 15 უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღეს. დაკავებულებისთვის წაყენებული ბრალდებები მოიცავს დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ თავდასხმას, პოლიციელზე თავდასხმას და დაკავებისას წინააღმდეგობის გაწევას.

„ტრამპის ლიდერობა სწრაფად აქცევს ჩვენი ქვეყნის დედაქალაქს უფრო უსაფრთხოს. ათ დღეზე ნაკლებ დროში 300-ზე მეტი საშიში დამნაშავე უკვე დააკავეს და ვაშინგტონის ქუჩებიდან გააძევეს. პრეზიდენტი ტრამპი ასრულებს თავის საარჩევნო დაპირებას, გაწმინდოს ეს ქალაქი და აღადგინოს ამერიკული სიდიადე ჩვენს ძვირფას დედაქალაქში“, - განაცხადა თეთრი სახლის პრესსპიკერმა, ტეილორ როჯერსმა, Fox News Digital-თან საუბარში.

ცნობისთვის, ვაშინგტონში სამართალდამცავი ორგანოების მიერ 7 აგვისტოს დაწყებული ოპერაციის შემდეგ, დაკავების 308 შემთხვევა დაფიქსირდა. დაკავებულთა შორისაა 135 არალეგალი მიგრანტია. აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, რამდენიმე დღის წინ ვაშინგტონში „კანონის, წესრიგისა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების აღდგენის მიზნით“ ეროვნული გვარდია განათავსა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს