ირაკლი ფავლენიშვილი - პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს, ვინ დასახელდება ე.წ. სისტემური ოპოზიციის მხრიდან კანდიდატებად - ისინი კვლავ თვითდაზიანების პროცესში არიან

პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს, ვინ დასახელდება ე.წ. სისტემური ოპოზიციის მხრიდან კანდიდატებად - ისინი კვლავ თვითდაზიანების პროცესში არიან, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ირაკლი ფავლენიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მან თვითმმართველობის არჩევნებს რუსული სპეცოპერაცია უწოდა და აღნიშნა, რომ „ქვეყანაში საარჩევნო პროცესები აღარ არსებობს“.

ფავლენიშვილის განცხადებით, საარჩევნო კომისიაში „ქოცური“ წესრიგია გამეფებული და მოსახლეობის უდიდეს ნაწილში არჩევნების მიმართ ნდობა აღარ არსებობს.

„რაც შეეხება იმ ე.წ. სისტემურ ოპოზიციას, რომელიც ამ სპეცოპერაციაში მონაწილეობის მიღებას აპირებს - მათი მხრიდან ვინ დასახელდება კანდიდატებად პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს. ამას ყველა ხვდება საქართველოში და მის ფარგლებს გარეთაც. ყველა ხედავს, რომ მათი მონაწილეობა არის უაღრესად ნომინალური. ისევ თვითდაზიანების პროცესში არიან, იმიტომ რომ მოსახლეობის უდიდესი ნაწილისთვის მიუღებელია ამ სპეცოპერაციაში მონაწილეობის მიღება“, - განაცხადა ფავლენიშვილმა.

გარდა ამისა, მან ვიზალიბერალიზაციის შესაძლო შეჩერებაზე დასმულ კითხვას უპასუხა და განაცხადა, რომ ტექნიკურად, „ივანიშვილის ბანდამ“ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ჩვენი ევროპული ინტეგრაცია შეფერხებულიყო.

„მათ არ სურთ რომ ევროპული ინტეგრაციის პროცესი მიმდინარეობდეს. უნდათ, რომ დასავლეთისგან მოგვწყვიტონ, ამიტომ ტექნიკურად მიიღეს ისეთი კანონპროექტები, რომლებიც ეწინააღმდეგება უვიზო მიმოსვლას და იმ სიკეთეებს, რომლითაც ვსარგებლობთ. ეს ძალიან კარგად იცის კობახიძემ და მისმა გუნდმა. ისინი იურისტები არიან და რა თქმა უნდა, ძალიან კარგად იცოდნენ, რას აკეთებდნენ“, - აღნიშნა ფავლენიშვილმა.

ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
ზვიად კორძაძე იურიდიული ფირმების ასოციაციის თავმჯდომარედ აირჩიეს
„ბაკურიანი” გიორგი მიქაუტაძესთან ერთად, ახალ ლიმიტირებულ შეფუთვას წარმოგიდგენთ
ვეტცელი 1908 - ბაზისბანკი თანამედროვე სტუმარ-მასპინძლობის გასტრონომიური სახლის მხარდამჭერია
Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო - შექმენი შენი წარმატებული ტექნოლოგიური მომავალი
„თეთრი კვადრატის“ რებრენდინგი - კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა
„სილქნეტი“ Tatuza Jazz Club-ის მხარდამჭერი გახდა