ანდრეი სიბიგა პიტერ სიიარტოს - შეგიძლიათ თქვენი საჩივრები და მუქარა მოსკოვში თქვენს მეგობრებს გაუგზავნოთ

პიტერ, ომი არა უკრაინამ, არამედ რუსეთმა დაიწყო და მის დასრულებაზე უარს აცხადებს, ახლა შეგიძლიათ, თქვენი საჩივრები - და მუქარა - თქვენს მეგობრებს მოსკოვში გაუგზავნოთ, - ასე ეხმაურება უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანდრეი სიბიგა უნგრელი კოლეგის, პიტერ სიიარტოს განცხადებას, რომელმაც უკრაინა ნავთობსადენზე თავდასხმაში დაადანაშაულა.

სიიარტოს თქმით, უნგრეთს წლების განმავლობაში ეუბნებოდნენ, რომ მოსკოვი არასანდო პარტნიორი იყო და ბუდაპეშტი, ამის მიუხედავად, ყველა ღონეს ხმარობს რუსეთზე დამოკიდებულების შესანარჩუნებლად, სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგაც კი.

ცნობისთვის, პიტერ სიიარტომ დღეს დილით განაცხადა, რომ უკრაინამ უნგრეთისკენ გამავალ ნავთობსადენს კვლავ დაარტყა, რამაც ქვეყანაში ნავთობის მიწოდების შეწყვეტა გამოიწვია.

ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
ზვიად კორძაძე იურიდიული ფირმების ასოციაციის თავმჯდომარედ აირჩიეს
„ბაკურიანი” გიორგი მიქაუტაძესთან ერთად, ახალ ლიმიტირებულ შეფუთვას წარმოგიდგენთ
ვეტცელი 1908 - ბაზისბანკი თანამედროვე სტუმარ-მასპინძლობის გასტრონომიური სახლის მხარდამჭერია
Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო - შექმენი შენი წარმატებული ტექნოლოგიური მომავალი
„თეთრი კვადრატის“ რებრენდინგი - კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა
„სილქნეტი“ Tatuza Jazz Club-ის მხარდამჭერი გახდა