გენერალური პროკურორი გიორგი გვარაკიძე პროკურატურის ახალი შენობის მშენებლობის პროცესს გაეცნო

საქართველოს გენერალური პროკურორი გიორგი გვარაკიძე თბილისის პროკურატურის ახალი შენობის მშენებლობის პროცესს გაეცნო. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურის პრესსამსახური ავრცელებს.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ახალ ადმინისტრაციულ შენობაში თბილისის რაიონული პროკურატურები განთავსდება.

“გენერალურმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ სამშენებლო სამუშაოების დათვალიერებისას აღნიშნა, რომ პროკურატურის ახალი შენობა მორგებული იქნება პროკურატურის მუშაკთა საჭიროებებზე და ახალი და კომფორტული გარემო კიდევ უფრო ეფექტიანს გახდის თანამშრომლების საქმიანობას.

ახალ ადმინისტრაციულ შენობაში თბილისის რაიონული პროკურატურები განთავსდება. რაიონული პროკურატურების თანამშრომლები შინაგან საქმეთა სამინისტროს ქალაქ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის შენობაში გამოყოფილ ოთახებში მუშაობენ.

ახალ შენობაში ასევე განთავსდება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი პროკურატურის სასწავლო ცენტრი.

საქართველოს პროკურატურის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტს პროკურატურის თანამშრომელთა თანამედროვე სამუშაო გარემოს უზრუნველყოფა და სამუშაო პირობების გაუმჯობესება წარმოადგენს”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს