თორნიკე თოშხუას და მინდია შერვაშიძის ადვოკატი - ორი მოწმე ადასტურებდა, რომ დაზარალებული თავს დაესხა ბრალდებულებს, ამოუვარდა დანა, რაც პოლიციამ დალუქა, პროკურატურამ კი განაცხადა, რომ ამ მიმართულებით გამოძიების დაწყებას არ აპირებდა

პროკურატურის ქცევა არის ინდიკატორი, რომ დღეს გადაწყვეტილებები რეალურად პოლიტიკურ ნებაზე გადის და არა სამართლებრივი აზრის თანმიმდევრობაზე, - ამის შესახებ ჯგუფურად განხორციელებული ძალადობის ფაქტზე დაკავებულებს - თორნიკე თოშხუას და მინდია შერვაშიძეს ადვოკატმა, ომარ ფურცელაძემ განაცხადა.

მისი თქმით, არსებობს მოწმეთა ჩვენებები, რომლებიც აცხადებენ, რომ დაზარალებული თავად დაესხა თავს აქციის მონაწილეებს, ხოლო ჯიბიდან ცივი იარაღი - დანა გადმოუვარდა, რაზეც პროკურატურამ განაცხადა, რომ გამოძიებას არ ჩაატარებდა.

"პროკურატურამ რისი მოგროვებაც 16 დღეში შეძლო, ჩვენ ნახევარ-საათში წარვადგინეთ, გამოკითხული გვყავდა ხუთი მოწმე, საიდანაც ორი ადასტურებდა, რომ დაზარალებული თავს დაესხა ბრალდებულებს და სხვა კიდევ რამდენიმე პირს. ასევე, ორი მოწმე ადასტურებდა, რომ მას ამოუვარდა დანა, რომელიც საპატრულო პოლიციამ დალუქა, ამის ფონზე კი პროკურატურამ განაცხადა, რომ ამ მიმართულებით გამოძიებას დაწყებას არ აპირებდა. ეს მინიმუმ აცილების საფუძველია, რომლის შუამდგომლობასაც აუცილებლად დავაყენებთ. სამი პროკურორი იყო წარმოდგენილი სასამართლოში, ეს ამ კონკრეტული საქმის მიმართ დამოკიდებულებაზე მეტყველებს. განსაკუთრებით ცინიკური იყო პროკურორი, როდესაც აცხადებდა, რომ ვითომ ორივე მხარეს მოუსმინა, მაშინ, როდესაც საქმეში მათი მხრიდან მხოლოდ დაზარალებულის გამოკითხვა, ან დაზარალებულის მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედება არის წარმოდგენილი. ჩვენ, როდესაც ვაპელირებთ, რომ დაზარალებული ესხმოდა აქციის მონაწილეებს, რეალურად ამას ბრალდების მტკიცებულებაზე დაყრდნობით ვაპელირებთ, რომელიც 112-ის ვიდეო კამერიდან ამოღებული ჩანაწერია.

ის, რომ პროკურატურა ასე იქცევა ეს არის ინდიკატორი, რომ დღეს რეალურად პოლიტიკურ ნებაზე გადის და არა სამართლებრივი აზრის თანმიმდევრობაზე გადაწყვეტილებები",- განაცხადა ომარ ფურცელაძემ.

ინფორმაციისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლომ რუსთაველის გამზირზე ჯგუფურად განხორციელებული ძალადობის ფაქტზე დაკავებულებს - თორნიკე თოშხუას და მინდია შერვაშიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

ცნობისთვის, რუსთაველის გამზირზე ინციდენტი 31 ივლისს მოხდა, პოლიციამ კი ინციდენტში მონაწილე პირები - თორნიკე თოშხუა და მინდია შერვაშიძე 16 აგვისტოს, სასამართლოს განჩინების საფუძველზე დააკავა. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ძალადობა, ჩადენილი ჯგუფურად) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია