რაჟდენ კუპრაშვილი ავსტრიის ელჩს საქართველოში რობერტ გერშნერს შეხვდა

18 აგვისტოს, „ანტიკორუფციული ბიუროს" უფროსი, რაჟდენ კუპრაშვილი ავსტრიის ელჩს საქართველოში, რობერტ გერშნერს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას “ანტიკორუფციული ბიურო” ავრცელებს.

როგორც ინფორმაციაშია ნათქვამი, შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს პოლიტიკური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობაში გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების მნიშვნელობა, ასევე „ფარას" და „გრანტების შესახებ" კანონის აღსრულებასთან დაკავშირებული საკითხები.

“განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა კანონის უზენაესობაზე. ხაზგასმით აღინიშნა, რომ კანონის თანმიმდევრული და სამართლიანი აღსრულება არის დემოკრატიის აუცილებელი სტანდარტი, რაც თავის მხრივ უზრუნველყოფს სამართლიან და გამჭვირვალე პროცესებს ქვეყნის პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში.

შეხვედრის ბოლოს, მხარეები ორმხრივ თანამშრომლობასა და პარტნიორობის გაღრმავებაზე შეთანხმდნენ.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ, ერვინ კიუნცი - მრჩეველი და გიორგი ბაღდავაძე - საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს