„ლელო - ძლიერმა საქართველომ“ და პარტიამ „გახარია საქართველოსთვის“ თბილისის მერობის საერთო კანდიდატად ირაკლი კუპრაძე წარადგინეს

„ლელო - ძლიერმა საქართველომ" და პარტიამ „გახარია საქართველოსთვის" 4 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის თბილისის მერობის საერთო კანდიდატად, "ძლიერი საქართველოს" გენერალური მდივანი, ირაკლი კუპრაძე დაასახელეს.

შესაბამისი გადაწყვეტილების შესახებ ორმა პოლიტიკურმა ძალამ რიყის პარკში მიმდინარე ღონისძიებაზე განაცხადა.

„ბრძოლა ბოლომდე, ბრძოლა ყველა შესაძლებლობით და ბრძოლა მხოლოდ გამარჯვებამდე“, - განაცხადა „ლელო - ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა თაზო დათუნაშვილმა პრეზენტაციაზე.

მისი თქმით, საქართველო უნდა გადავარჩინოთ.

„გადავარჩინოთ საქართველო კიდევ ერთხელ დაპყრობას, გადავარჩინოთ ეს ქვეყანა რუსულ ჩექმას, ამ ამოცანით ვიღვიძებთ და ამ ამოცანით ვიძინებთ“, - დასძინა მან.

„გახარია საქართველოსთვის“ ლიდერმა ანა ბუჩუკურმა თქვა, რომ მოხარულია, ორ პოლიტიკურ ძალას შორის საწყისი, გამხსნელი ეტაპის დადგომით.

„დარწმუნებული ვართ, რომ წარმატებით გაგრძელდება ჩვენი თანამშრომლობა. ჩვენ არ ვიბრძვით ერთმანეთის წინააღმდეგ, ჩვენ ვიბრძვით იმ სისტემის წინააღმდეგ, რომელმაც დემოკრატია ჩაანაცვლა ავტოკრატიით“, - განაცხადა ანა ბუჩუკურმა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე