დონალდ ტრამპი - უკრაინას მივცემთ ძალიან კარგ დაცვას და უსაფრთხოებას

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ უკრაინას „ძალიან კარგ დაცვას“ მისცემს.

კერძოდ, ტრამპს თეთრ სახლში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრამდე ჰკითხეს სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების და ნატო-ს მსგავსი დაცვის მიცემის შესახებ.

აშშ-ის პრეზიდენტი ამბობს, რომ ეს საკითხი ჯერ არ განხილულა, მაგრამ კიევს „ჩვენ ძალიან კარგ დაცვას და ძალიან კარგ უსაფრთხოებას მივცემთ“.

ავთანდილ  წულაძე - ხელისუფლება ცდილობს, თავიდან აირიდოს კონფლიქტები იმ დიდ ქვეყნებთან, რომლებიც სამხრეთ კავკასიაში გავლენისთვის ერთმანეთს ეჯიბრებიან, თუმცა, მათ შორის ნეიტრალიტეტის შენარჩუნება პერსპექტივაში პრაქტიკულად შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა