მამუკა ხაზარაძე - მე, ბადრი და სხვა ლიდერები, შესაძლოა, ჯერჯერობით, ციხეში ვართ, მაგრამ თქვენ შეგიძლიათ დაიწყოთ ქართველი ხალხის გამოყვანა ციხიდან, რომელშიც 13 წელია არიან -  „ქართული ოცნების“ ცუდი მმართველობის ციხიდან

მე, ბადრი და სხვა ლიდერები, შესაძლოა, ჯერჯერობით, ციხეში ვართ, მაგრამ თქვენ შეგიძლიათ დაიწყოთ ქართველი ხალხის გამოყვანა იმ ციხიდან, რომელშიც ისინი 13 წელია არიან, „ქართული ოცნების“ ცუდი მმართველობის ციხიდან - ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა, პატიმრობაში მყოფმა, მამუკა ხაზარაძემ ორი პარტიის მიერ გამართულ ღონისძიებაზე აუდიო მიმართვისას განაცხადა.

როგორც ხაზარაძემ აღნიშნა, „ყოველდღე, ყოველმხრივ, ყველა შესაძლებლობით უნდა დავუპირისპირდეთ „ქართულ ოცნებას“.

„ჩვენ, ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების კამპანიას ვიწყებთ! ძალიან მინდა, რომ თქვენთან ერთად ვიყო, მაგრამ „ქართულ ოცნებას“ ჩვენი ისე ეშინია, რომ ამის უფლებას არ გვაძლევს, ამიტომ მე და ბადრი ციხეში ვართ. რატომ? - იმიტომ, რომ „ქართულ ოცნებას“ ქართველ ხალხთან შეხვედრის ეშინია. „ქართულ ოცნებას“ ეშინია, რომ 13 წლის შემდეგ, მათ ჩვენი მოქალაქეებისთვის სათქმელი არაფერი აქვთ და ხალხმა ეს ძალიან კარგად იცის. მათ ეშინიათ იმ პრობლემების, რომლებიც რეალურად აწუხებს ხალხს. მოქალაქეები, რეალურად ხმას მისცემენ მაღალი ფასების, უმუშევრობის, დაბალი ხელფასების, ავარიული შენობების, საშინელი საცობების, ნარკომანიისა და მიუსაფარი ცხოველების საკითხების მოგვარებას, რაც ახლა ჩვენი ქალაქების ყოველდღიურობად იქცა. რაც მთავარია, ხმას მისცემენ კორუფციისა და რუსული ხელისუფლების წინააღმდეგ. „ქართულმა ოცნებამ“ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები წააგო. მათ იციან, რომ წელსაც წააგებენ, თუ კამპანიაში ყველა ერთად შევალთ. ჩემო მეგობრებო, მათ შეუძლიათ ციხეში ჩაგვსვან, მაგრამ თქვენ ვერ შეგაჩერებენ ცვლილებისთვის ბრძოლაში და ვერ შეაჩერებენ ხალხს, რომ ხმა მისცენ ცვლილებებს. ასე რომ, მთელი ენერგიით იბრძოლეთ და დაარწმუნეთ ყველა, რომ ჩვენ შეგვიძლია დავიბრუნოთ ჩვენი მუნიციპალიტეტები, ქალაქები, ჩვენი სოფლები. ყოველდღე, ყოველმხრივ, ყველა შესაძლებლობით უნდა დავუპირისპირდეთ „ქართულ ოცნებას“! სწორედ ამიტომ ვართ საპროტესტო აქციებში, სწორედ ამიტომ მოვითხოვთ ახალ არჩევნებს და ყველა პოლიტპატიმრის გათავისუფლებას, ამიტომ ვიღებთ მონაწილეობას მუნიციპალურ არჩევნებში. ჩვენ ვაჩვენებთ ამომრჩევლებს, თუ „ქართულ ოცნებას“ მოვიშორებთ, მათი ქალაქები, სოფლები გაცილებით უკეთესი გახდება. ბევრი ახალი პროექტია გასაკეთებელი. უფასო უნდა იყოს მედიკამენტები იმ პენსიონერებისთვის, ვისაც მათი შეძენა არ შეუძლიათ. 10 ათასი ავარიული სახლია მხოლოდ თბილისში, მათ რეაბილიტაცია სჭირდებათ. საცხოვრებლის პრობლემის მოგვარება და მიუსაფარი ცხოველების პრობლემებს გადაჭრა სჭირდებათ. მე, ბადრი და სხვა ლიდერები, შესაძლოა, ჯერჯერობით ციხეში ვართ, მაგრამ თქვენი ძალისხმევით, თქვენ შეგიძლიათ დაიწყოთ ქართველი ხალხის გამოყვანა იმ ციხიდან, რომელშიც ისინი 13 წელია არიან. „ქართული ოცნების“ ცუდი მმართველობის ციხიდან. ასე რომ, დაიწყეთ კამპანია, დაიბრუნეთ თბილისი და ჩვენი სხვა მუნიციპალიტეტები. ერთად დავიბრუნოთ საქართველო!“ , - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის