ლევან სანიკიძე - როცა საკუთარი და ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩევლის ნების წინააღმდეგ მიდიხარ, მნიშვნელობა არ აქვს ვინ იქნება მთავარი შემსრულებელი და ვინ ითავებს იმ როლს, რომელიც ირაკლი კუპრაძემ საკუთარ თავზე აიღო

როდესაც საკუთარი და ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩევლის ნების წინააღმდეგ მიდიხარ, მნიშვნელობა არ აქვს თუ ვინ იქნება მთავარი შემსრულებელი და ვინ ითავებს იმ როლს, რომელიც ირაკლი კუპრაძემ საკუთარ თავზე აიღო - მგონია, რომ კატასტროფული შეცდომა დაუშვა,- ასე შეაფასა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან სანიკიძემ პარტიების - „ლელო-ძლიერი საქართველოსა“ და „გახარია-საქართველოსთვის“ მიერ თბილისის მერობის საერთო კანდიდატად ირაკლი კუპრაძის დასახელება.

მისი თქმით, ახლა ირაკლი კუპრაძის კანდიდატურას დიდი გამოცდა ელის.

„4 ოქტომბერს არავითარი არჩევნები არ ტარდება, ეს რუსული სპეცოპერაციაა და არავითარი მნიშვნელობა არ აქვს თუ ვინ იქნებოდა ოპოზიციური პარტიების კანდიდატი, რადგან პირველი: როგორც „გორბის“ კვლევებს წერს ბიძინა ივანიშვილი, ზუსტად ასე წერს არჩევნების შედეგებს, ასეთი დაუცველი კანონმდებლობა არასდროს არ ყოფილა და ასეთი მძიმე ვითარება არცერთი წინა არჩევნების დროს არ ყოფილა. ამავე დროს, როდესაც საკუთარი და ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩევლის ნების წინააღმდეგ მიდიხარ, მნიშვნელობა არ აქვს თუ ვინ იქნება მთავარი შემსრულებელი და ვინ ითავებს იმ როლს, რომელიც ირაკლი კუპრაძემ საკუთარ თავზე აიღო.

მის კანდიდატურას დიდი გამოცდა ელის და დამატებით ოპოზიციიდან არ დავიწყებდი ამ გასაჭირში მყოფი პოლიტიკური ორგანიზაციის ბედის შეფასებას, მგონია, რომ კატასტროფული შეცდომა დაუშვა.

„ლელო-ძლიერი საქართველო“ და „გახარია-საქართველოსთვის“ აპირებენ რუსულ სპეცოპერაციაში მონაწილეობას, რომლის მთავარი მიზანიც ივანიშვილისთვის ლეგიტიმაციის მიცემაა, სამწუხაროდ, ისინი ივანიშვილის თამაშს თამაშობენ.

თუკი არსებობდა რომელიმე ნეიტრალური კანდიდატი, რომელთან დაკავშირებითაც მათ შესაძლოა მოლაპარაკებები ჰქონოდათ, მგონია, რომ ასეთი ადამიანები უკეთესად იზიარებენ იმ კონტექსტს, რომელიც საზოგადოებაში არსებობს და იმ სამართლიან რისხვას, რომელსაც ეს ადამიანი დაიმსახურებდა, აქედან გამომდინარე მგონია, რომ გარე პოლიტიკურ ვითარებაში მყოფ ადამიანებს უფრო მეტად აქვთ აღქმული, რა მომავალი ელოდათ, მათ პოლიტიკურ კარიერას ვიდრე „ლელოსა“ და „გახარიას“. საბოლოოდ კი მივიდნენ იქამდე, რომ ორივე პარტიის წარმომადგენლები იყვნენ დასახელებულები“,- განაცხადა ლევან სანიკიძემ.

ლევან სანიკიძის თქმით, ახლა მათი მთავარი მიზანია, რომ „ბიძინა ივანიშვილმა ლეგიტიმაცია ვერ მიიღოს“.

„ჩვენი გეგმაა, რომ 4 ოქტომბერს, რვა საათზე ბიძინა ივანიშვილმა ლეგიტიმაცია ვერ მიიღოს და ეს არჩევნები აღიარებული იყოს როგორც მიტაცებული, რომ არცერთმა სახელმწიფოს არ აღიაროს შედეგები.

ჩვენ ვაპროტესტებთ რუსულ სპეცოპერაციას, რომლის მთავარი მიზანიც ივანიშვილისთვის ლეგიტიმაციის მიცემაა, რადგან ახლა თუ რაიმე სურს ივანიშვილის ეს ქვეყნის შიგნით და გარეთ ლეგიტიმაციის საცეცების გავრცელებაა. არც შედეგები და არც დანარჩენი ოპოზიციური პარტიების ბედი გვაინტერესებს, რამდენს გამოუსახავს ბიძინა ივანიშვილი თაბახის ფურცელზე.

ჩვენი მიზანი არა შედეგების გაპროტესტებაა, არამედ შემაჯამებელი ოქმის არ არსებობა“,- განაცხადა ლევან სანიკიძემ.

გიორგი მელაშვილი - როდესაც ხელისუფლების მეთაური ღია წერილში ფონ დერ ლაიენს მიუთითებს, რომ ევროპა „შორდება პრინციპებს, რომლებმაც ის სიმბოლოდ აქცია“, ფაქტობრივად აანონსებს, რომ თავად უკვე სხვა იდეოლოგიურ კოორდინატთა სისტემაში მოქმედებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.05.2026
PSP კორეულმა ბრენდმა „COSRX“ Europe, Middle East and Africa რეგიონის საუკეთესო პარტნიორად აღიარა
ნიკა ლომია კავკასიის უნივერსიტეტის პროგრამას „ცოდნის ელჩები“ შეუერთდა
VISION BMW ALPINA: სიჩქარის დახვეწილი ფორმა