ემანუელ მაკრონი - ვიცით, რას ნიშნავს უსაფრთხოების გარანტიების არარსებობა, ეს იყო საქართველო 2008 წელს და ყირიმი 2014 წელს - თუ სამშვიდობო შეთანხმება უსაფრთხოების გარანტიების გარეშე გაფორმდება, რუსეთი სიტყვას არ შეასრულებს

ვიცით, რას ნიშნავს უსაფრთხოების გარანტიების არარსებობა - ეს იყო საქართველო 2008 წელს და ყირიმი 2014 წელს, - ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა NBC News-თან ინტერვიუში განაცხადა.

„ვიცით, რას ნიშნავს უსაფრთხოების გარანტიების არარსებობა. ეს იყო საქართველო 2008 წელს. ეს იყო ყირიმი 2014 წელს. სრულიად ნათელია, რომ თუ სამშვიდობო შეთანხმება უსაფრთხოების გარანტიების გარეშე გაფორმდება, რუსეთი თავის სიტყვასა და ვალდებულებებს არ შეასრულებს. ეს უკრაინისთვის და ევროპისთვის ნებისმიერი შეთანხმების მნიშვნელოვანი ნაწილია“, - განაცხადა ემანუელ მაკრონმა.

მისი თქმით, არ არის დარწმუნებული, რომ რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს მშვიდობა სურს.

„შესაძლოა, ზედმეტად პესიმისტურად ვარ განწყობილი“, - აღნიშნა საფრანგეთის პრეზიდენტმა.

ანდრო  გოცირიძე - დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ნებსით თუ უნებლიედ, რუსეთს ან არ აღიქვამს საფრთხედ, ან ამ საფრთხის შემცირების მეტად თავისებური გეგმა აქვს, რაც, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, რუსეთის წისქვილზე უფრო ასხამს წყალს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!