მიხეილ ყაველაშვილი - ვხედავთ, რა ხდება მსოფლიოში, როგორი ქაოსია გარშემო და რამხელა ფასი აქვს მშვიდობას - გჯეროდეთ ჩვენი სახელმწიფოსი, რადგან დღეს მართლაც უნიკალური შანსი აქვს ჩვენს ქვეყანას გაძლიერდეს და განვითარდეს

თავისუფლება, ჩვენი რწმენის, ჩვენი მიწის, მამულის, ენის, იდენტობის, კულტურის გარეშე შეუძლებელია, ფასი არ აქვს არანაირ თავისუფლებას თუ ეს საუნჯე ყოველთვის თანმდევი არ იქნება,- ამის შესახებ მიხეილ ყაველაშვილმა ბახმაროში, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც სახალხო სადღესასწაულო ღონისძიებებსა და ტრადიციულ დოღს, შვილებთან ერთად დაესწრო.

მიხეილ ყაველაშვილის განცხადებით, საქართველო დღეს არის დამოუკიდებელი, თავისუფალი ქვეყანა, რომელსაც განვითარებისა და გაძლიერების უნიკალური შანსი აქვს.

„საქართველო დღეს არის დამოუკიდებელი, თავისუფალი ქვეყანა. დღეს ვხედავთ, რა ხდება მსოფლიოში, როგორი ქაოსია გარშემო და როგორ დაფასდა გურულების ეს უმნიშვნელოვანესი პრინციპი, თუ რამხელა ფასი აქვს მშვიდობას. ქართველებს არასდროს გვიჭირდა, რომ დაგვეცვა ჩვენი სამშობლო, მთელი ჩვენი ისტორია არის ბრძოლის და გმირობის ისტორია, მაგრამ ძალიან კარგად ვიცით მშვიდობის ფასი. დღეს საქართველო არის დამოუკიდებელი, სუვერენული და ღირსეული ქვეყანა. დღეს გვაქვს შესაძლებლობა გავხდეთ უფრო ძლიერები. გჯეროდეთ ჩვენი სახელმწიფოსი იმიტომ, რომ დღეს მართლაც უნიკალური შანსი აქვს ჩვენს ქვეყანას გაძლიერდეს და განვითარდეს. ამისათვის მნიშვნელოვანია გვიყვარდეს ერთმანეთი და ვიყოთ თავისუფლები, მაგრამ ერთი რამის უნდა გვჯეროდეს, რომ თავისუფლება, ჩვენი რწმენის, ჩვენი მიწის, მამულის, ენის, იდენტობის, კულტურის გარეშე შეუძლებელია. ფასი არ აქვს არანაირ თავისუფლებას, თუ ეს საუნჯე ყოველთვის თანმდევი არ იქნება“,- განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
ზვიად კორძაძე იურიდიული ფირმების ასოციაციის თავმჯდომარედ აირჩიეს
„ბაკურიანი” გიორგი მიქაუტაძესთან ერთად, ახალ ლიმიტირებულ შეფუთვას წარმოგიდგენთ
ვეტცელი 1908 - ბაზისბანკი თანამედროვე სტუმარ-მასპინძლობის გასტრონომიური სახლის მხარდამჭერია
Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო - შექმენი შენი წარმატებული ტექნოლოგიური მომავალი
„თეთრი კვადრატის“ რებრენდინგი - კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა
„სილქნეტი“ Tatuza Jazz Club-ის მხარდამჭერი გახდა