დონალდ ტრამპი - უსაფრთხოების გარანტიები რაღაც ფორმით იქნება, მაგრამ ეს ნატო ვერ იქნება, უკრაინა ნატო-ს წევრი ვერ გახდება - უკრაინა სიცოცხლეს დაიბრუნებს, უკრაინელები ბევრ მიწას მიიღებენ

ევროპელები უკრაინაში ჯარების განთავსებისთვის მზად არიან - ჩვენ მათ დავეხმარებით, განსაკუთრებით ჰაერში , - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა.

„ევროპელ ლიდერებს ამ ომის დასრულება სურთ. რაც შეეხება უსაფრთხოების გარანტიებს, ისინი თავისი ხალხის ადგილზე განთავსებისთვის მზად არიან. ჩვენ მზად ვართ მათ დავეხმაროთ, განსაკუთრებით ჰაერში, რადგან ისეთი შეიარაღება არავის აქვს, როგორც ჩვენ. მაგრამ, თუ შეთანხმებას მივაღწევთ, პრობლემა არ იქნება. უსაფრთხოების გარანტიები რაღაც ფორმით იქნება, მაგრამ ეს ნატო ვერ იქნება. უკრაინა ნატო-ს წევრი ვერ გახდება. უკრაინა ერთგვარი ბუფერული ზონა იყო რუსეთსა და ევროპას შორის. ყველაფერი კარგად იყო, სანამ ბაიდენი არ ჩაერია“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

მისი თქმით, ტერიტორიების გაცვლის ფარგლებში უკრაინა ბევრ მიწას მიიღებს.

„უკრაინა სიცოცხლეს უკან დაიბრუნებს. მათი ხალხის მკვლელობები დასრულდება და ისინი ბევრ მიწას მიიღებენ. ეს ომი იყო და რუსეთი ძლიერი სამხედრო ქვეყანაა. შეიძლება ეს ბევრს არ მოსწონს, მაგრამ რუსეთი ძლიერი ქვეყანაა. უკრაინელი ჯარისკაცები მამაცები არიან, რადგან ისინი გაცილებით დიდ ძალას ებრძვიან. რუკას თუ დააკვირდებით დაინახავთ, რომ ტერიტორიის დიდი ნაწილი დაკავებულია. დონბასის შესახებ საუბრობენ, მაგრამ დონბასის 79% რუსეთის მიერ კონტროლდება“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ამასთან, დონალდ ტრამპის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს ევროპელი ლიდერების თანდასწრებით არ დაურეკა, რადგან ეს „პუტინის მიმართ უპატივცემულობა იქნებოდა“.

„ეს არ გავაკეთე, რადგან მათ თბილი ურთიერთობები არ აქვთ. პრეზიდენტ პუტინს თეთრ სახლთან კომუნიკაცია წლების განმავლობაში არ ჰქონია. პუტინმა მითხრა, რომ უკვე წლებია, რაც ევროპიდან საუბარი არავისთან ჰქონია. მე ყოველთვის კარგი ურთიერთობა მქონდა მასთან. თქვენ ნახეთ, როცა ის მისი თვითმფრინავიდან ჩამოვიდა და მე ჩემი თვითმფრინავიდან, იქ სითბო იგრძნობა და ეს კარგი რამ არის“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

ანდრო  გოცირიძე - დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ნებსით თუ უნებლიედ, რუსეთს ან არ აღიქვამს საფრთხედ, ან ამ საფრთხის შემცირების მეტად თავისებური გეგმა აქვს, რაც, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, რუსეთის წისქვილზე უფრო ასხამს წყალს
ანა ნაჭყებია - საქართველოს საპენსიო ფონდის აქტივებმა 10 მლრდ ლარს გადააჭარბა
ქართული პრესის მიმოხილვა 14.09.2026
JAMBO-ს ახლად მოხალული ყავა უკვე ხელმისაწვდომია
წინანდლის მამულში თეოლოგ გიორგი გვასალიას საჯარო ლექცია გაიმართა
Wendy’s-ის დოლიძის რესტორანში VR Arena-ს ვირტუალური თამაშების სივრცე გაიხსნა
BYD ოფიციალურად საქართველოს ბაზარზეა - „ჯითი გრუპმა“ თბილისში პირველი შოურუმი გახსნა
შპს „თბილისი მოლი“ განცხადებას ავრცელებს
Defending the Legacy: „დეფენდერი“ ყაზბეგის განძის კვალდაკვალ
მოემზადე ახალი სასაწავლო წლისთვის და ჩაერთე „სილქნეტის“ შეთავაზებაში
AD Black Sea 2026-ის გრან პრის მფლობელი კვლავ PSP გახდა
15 წელი ბიზნესთან ერთად: როგორ იქცა FINA ქართული ბიზნესის ყოველდღიურობად