შალვა პაპუაშვილი - ის, რომ ევროკავშირი მშვიდობისათვის შეიქმნა, ავტომატურად მშვიდობას არ ნიშნავს, იყო მშვიდობის პროექტი, ნიშნავს იყო პასუხისმგებლიანი ძალა - ქართველებმა კარგად ვიცით, რომ მშვიდობიდან ომამდე თვალის ერთი დახამხამებაა

ევროკავშირში ჩვენი წევრობის მიზანი, ნამდვილად არის უფრო უსაფრთხო და დაცული მომავალი, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ის აღნიშნავს, ის, რომ ევროკავშირი მშვიდობისათვის შეიქმნა, ავტომატურად მშვიდობას არ ნიშნავს.

მისივე თქმით, ევროპა თვითტკბობას არ უნდა მიეცეს. ქართველებმა ძალიან კარგად ვიცით, რომ მშვიდობიდან ომამდე თვალის ერთი დახამხამებაა.

„ევროკავშირში ჩვენი წევრობის მიზანი, ნამდვილად არის უფრო უსაფრთხო და დაცული მომავალი.

თუმცა, სანამ მიზანთან მიხვალ, ჯერ არის გზა. უსაფრთხო ნავსაყუდელის კოორდინატების ცოდნა არაფერს ნიშნავს, თუ მისკენ მიმავალ გზაზე გემიც და მგზავრებიც ქარიშხალში მოაყოლე. წინადახედულობამ და არა სულსწრაფომაბ გამოგვატარა ქართველ ხალხს ათასწლეულები.

დღევანდელ შეშლილ სამყაროში, ჩვენი მთავარი საზრუნავიც ის არის, რომ, ევროკავშირამდე მიმავალ გზაზე, ფიზიკურად თუ სულიერად ისე არ დავზიანდეთ და გავნადგურდეთ, რომ ევროკავშირში შესულებს დასაცავიც აღარაფერი დაგვრჩეს.

ის, რომ ევროკავშირი მშვიდობისათვის შეიქმნა, ავტომატურად მშვიდობას არ ნიშნავს. იყო მშვიდობის პროექტი, ნიშნავს იყო პასუხისმგებლიანი ძალა. ევროპა თვითტკბობას არ უნდა მიეცეს. ქართველებმა ძალიან კარგად ვიცით, რომ მშვიდობიდან ომამდე თვალის ერთი დახამხამებაა.

ევროკავშირის საელჩოს მიერ წამოწყებული ბევრჯერ გატკეპნილი პროპაგანდისტული კამპანია, მხოლოდ იმის დასტურია, რომ ისინი ვერ ან არ ხვდებიან, თუ რა არის ქართველი ხალხის მთავარი საფიქრალი და რა არის ქართული სახელმწიფოს და ქართველი ხალხის ქარიშხალში შეყვანა.

ამიტომ, კიდევ ერთხელ ავხსნი. თუ გინდა, რომ იყო მშვიდობის პროექტი:

გაგანია ომისას, არ უნდა მოითხოვო სამომგამოვლილი ქვეყნისგან რუსეთთან ესკალაცია, რაც ბრიუსელმა გააკეთა,

არ უნდა დააფინანსო ექსტრემიზმი, რაც ბრიუსელმა გააკეთა,

არ უნდა ჩაერიო არჩევნებში, რაც ბრიუსელმა გააკეთა,

არ უნდა დასწამო ქვეყანას ცილი, რაც ბრიუსელმა გააკეთა,

არ უნდა აფათურო, უშნოდ, ხელები ქართველების ათასწლეულებგამოვლილ ღირებულებებში, რაც ბრიუსელმა გააკეთა.

თითქოს რა მარტივია სათქმელად და რა რთული ყოფილა გასაკეთებლად, იმიტომ რომ ამას პროპაგანისტულად დახატული ევროპელობა არ ჰყოფნის, ჭეშმარიტი ევროპელობა სჭირდება, ანუ კეთილგონიერება, სამართლიანობა, სიმტკიცე და თავშეკავება.

ზუსტად ისეთი, როგორიც ევროკავშირის დამფუძნებელ მამებს 75 წლის წინათ გააჩნდათ,” - წერს პაპუაშვილი.

გიორგი მელაშვილი - ომის შესახებ მეხსიერების წაბილწვა ხდება იარაღი დეკლარირებული საგარეო კურსის შესაცვლელად
ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 13.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა
„ცისკარი S90“ საქართველოს ანტარქტიდის პირველ კომბინირებულ ექსპედიციას იწყებს
Turbo - კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
სილქნეტმა საქართველოში პირველი Tier III სერტიფიცირებული კომერციული მონაცემთა ცენტრის მშენებლობა დაიწყო
„დიემჯი ჯგუფი” „ლაგუნა ვერეს“, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ეროვნულმა ნაკრებმა IOAI 2026-ზე ისტორიული შედეგი აჩვენა - 7 მედალი და საპატიო სიგელი
Skillwill-ში პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების (QA) სადიპლომო პროგრამაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო
ჩუღურეთის რაიონში ხორციელდება მასშტაბური მწვანე პროექტი, რომელიც მარტივად უკავშირდება ქალაქის ცენტრს