პოლონური მედია - აღმოსავლეთ პოლონეთში დაუდგენელი ობიექტი ჩამოვარდა - აფეთქების შედეგად დაზიანდა საცხოვრებელი სახლები

აღმოსავლეთ პოლონეთში დაუდგენელი ობიექტის ჩამოვარდნისა და აფეთქების შედეგად საცხოვრებელი სახლები დაზიანდა, - ამის შესახებ ინფორმაციას პოლონური მედია ავრცელებს.

პოლონური გამოცემა PAP-ის ცნობით, დაუდგენელი ობიექტი ლუბლინის სავოევოდოში მდებარე სოფელ ოსინიში, ერთ-ერთ სიმინდის ყანაში ჩამოვარდა.

პოლიციაში განაცხადეს, რომ შესაბამისი სამსახურები ცდილობენ დაადგინონ, თუ რა ტიპის ობიექტი ჩამოვარდა.

ობიექტის ჩამოვარდნის ადგილას პოლიციელებმა დამწვარი ლითონისა და პლასტმასის ნარჩენები იპოვეს.

დაუდგენელი ობიექტის აფეთქების შედეგად რამდენიმე საცხოვრებელი სახლის ფანჯარა ჩაიმსხვრა, თუმცა არავინ დაშავებულა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს