ლევან სანიკიძე - პარლამენტის თავმჯდომარე ზის და „ენჯეოშნიკების“ „დათაგულ“ ფოტოებს ეძებს ელჩებთან - ჩვეულებრივი 14 წლის „ფეისბუქ სტალკერია"

სამარცხვინო კაცი, პარლამენტის თავმჯდომარე ზის და „ენჯეოშნიკების“ დათაგულ ფოტოებს ეძებს ელჩებთან. ამით არის დაკავებული საქართველოს ე.წ. პარლამენტის თავმჯდომარე, - ასე შეაფასა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან სანიკიძემ პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის მიერ „ფეისბუქის“ გვერდზე გამოქვეყნებული პოსტი.

ლევან სანიკიძე შალვა პაპუაშვილს ურჩევს, ევროკავშირზე ჭორაობას თავი დაანებოს.

„რაც ევროკავშირი არსებობს, ევროკავშირის არცერთ სახელმწიფოში ომი არ ყოფილა. ალბათ, დაბრუნდა ოფიციალური ვიზიტიდან შირაქის ველზე როცა იმყოფებოდა ბატონი პაპუაშვილი და მოდით, ჯერ რუსეთის ფედერაციის წარმომადგენელს გასცეს პასუხი, არის თუ არა აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელი სახელმწიფო. საკუთარ თავს დაუსვას კითხვა, ვინმე დიმიტრი პოლიანსკი რატომ აქებს მათ ხელისუფლებას. ამით დაიწყოს ჯერ კომენტირება დაა დაანებოს თავი ევროკავშირზე ჭორაობას. სამარცხვინო კაცი, პარლამენტის თავმჯდომარე ზის და „ენჯეოშნიკების“ "დათაგულ" ფოტოებს ეძებს ელჩებთან. ამით არის დაკავებული საქართველოს ე.წ. პარლამენტის თავმჯდომარე. ჩვეულებრივი 14 წლის „ფეისბუქ სტალკერია“,- განაცხადა სანიკიძემ.

მისი განმარტებით, არგუმენტაცია, რასაც შალვა პაპუაშვილი იყენებს, მხოლოდ და მხოლოდ „ქართულ ოცნებას“ ერგება, რადგან „სწორედ ის არის ამ ქვეყანაში ტერორიზმის მთავარი საფრთხე“.

„ვის ძალადობაზე საუბრობს ეს ხალხი? ისინი არიან ძალადობის მთავარი წყარო ამ ქვეყანაში და რუსეთის ფედერაციის ქვეშევრდომები. ამაზე პასუხი გასცეს შირაქის ველზე გაჭრილმა ე.წ. პარლამენტის თავმჯდომარემ. ჯერ ამით დაკავდეს და მერე დაიწყოს „ენჯეოშნიკების“ ფოტოების ქექვა საფრანგეთის ელჩთან. ეს სამარცხვინო ვითარებაა“,- განაცხადა სანიკიძემ.

ცნობისთვის, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა სოციალურ ქსელში პოსტი და ბანერი გამოაქვეყნა.

„ამ ბანერზე, ზემოთ, საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის დღევანდელი განცხადებაა, სადაც ის უკრაინა-რუსეთის ომიდან გამოსავალს უკრაინის მხრიდან საკუთარი ტერიტორიების დათმობაში ხედავს.

ქვემოთ კი საფრანგეთის ელჩის გაცილების საღამოა, სადაც, ელჩი, უცხოეთიდან დაფინანსებულ საქართველოს იმ მოქალაქეებთან ერთად პოზირებს, რომლებიც სამი წელია, უკრაინა-რუსეთის დაპირისპირებაში, საქართველოს ჩათრევას ცდილობენ.

უნდა ვიცოდეთ, რომ, ზოგჯერ, როდესაც ღირებულებაზე გველაპარაკებიან, არა ფასეულობას, არამედ ფასს გულისხმობენ,“ - წერს პაპუაშვილი.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო