ირაკლი კობახიძე - გვაქვს ამბიციური გეგმა, რომ ფუნდამენტური რეფორმები განვახორციელოთ საუნივერსიტეტო, უმაღლესი განათლების სფეროში, ამისათვის ვამუშავებთ კონცეფციას, რომელიც ახლო მომავალში წარედგინება საზოგადოებას

ჩვენ გვაქვს ამბიციური გეგმა, რომ ფუნდამენტური რეფორმები განვახორციელოთ საუნივერსიტეტო, უმაღლესი განათლების სფეროში, ამისათვის ვამუშავებთ კონცეფციას, რომელიც ახლო მომავალში წარედგინება საზოგადოებას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალი სასწავლო კორპუსის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, კონცეფციაში თავისი მნიშვნელოვანი ადგილი ექნება დაკავებული რეგიონულ უნივერსიტეტებს, მათ შორის შოთა მესხიას უნივერსიტეტს.

„ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი იქნება რეგიონული უნივერსიტეტების შესაძლებლობების მუდმივი და მასშტაბური განვითარება შესაბამისად, გვექნება ბევრი სიახლე ამ უნივერსიტეტისთვისაც მომდევნო წლების განმავლობაში. დარწმუნებული ვარ, რომ ზუგდიდის უნივერსიტეტი ახალი ინფრასტრუქტურით, მომავალშიც დიდ წვლილს შეიტანს მაღალკვალიფიციური თაობის აღზრდაში ჩვენს ქვეყანაში. ამ უნივერსიტეტს აქვს გამორჩეული როლი ჩვენი საერთო მიზნის მიღწევაში, რასაც ჰქვია ჩვენი ქვეყნის გამთლიანება. მინდა ყველას გისურვოთ, რომ გამთლიანებულ საქართველოში ამ უნივერსიტეტს შეესრულებინოს ძალიან მნიშვნელოვანი როლი, აღეზარდოს ჩვენი მომავალი თაობები“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ლაშა ტუღუში - ის საგარეო პოლიტიკა, რომელსაც ახლა ჩვენი ხელისუფლება ატარებს, მრავალვექტორული კი არა, ანტიბალანსის პოლიტიკაა, ევროკავშირთან არა ინტეგრაციის, არამედ, დეზინტეგრაციის პოლიტიკას ვატარებთ
ქართული პრესის მიმოხილვა 02.07.2026
ფერნანდო მორიენტესი SBC Summit Tbilisi-ს დაესწრება
​საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ ბათუმის ნავთობტერმინალსა და ბათუმის საზღვაო ნავსადგურს პირველად ეწვია
„იმპექსი“ PLUS-ის დაბადების დღის კამპანიას უერთდება
6 ივლისის 06:00 საათიდან „სოკარ ჯორჯია გაზისა“ და „საქორგგაზის“ მომხმარებლების ნაწილს გაზის მიწოდება შეუწყდება
BENEFITS და MedVeritas Global პარტნიორები გახდნენ