საფეხბურთო ცენტრ „ავაზას“ მშენებლობა დასრულდა

დასრულდა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საფეხბურთო ცენტრ „ავაზას“ მშენებლობა, - ამის შესახებ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, „ავაზას“ ისტორიული სტადიონი გადაცემული ჰქონდა კერძო მესაკუთრეს, თუმცა მოხერხდა მისი დაბრუნება და დღეისთვის დედაქალაქს აქვს რეაბილიტირებული სპორტული სკოლა.

„ავაზას“ ისტორიული სტადიონი გადაცემული იყო კერძო საკუთრებაში და გარკვეული დროის შემდეგ მას ეხსნებოდა ყველანაირი ვალდებულება. მფლობელს შეეძლო, იქ სხვადასხვა პროექტი განეხორციელებინა, თუნდაც საცხოვრებელი კორპუსების. მფლობელებთან მოლაპარაკებების შედეგად, მოხერხდა შეთანხმება, განხორციელდა ადგილმონაცვლეობა და „ავაზას“ სტადიონი დაუბრუნდა მუნიციპალიტეტს“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

მისი თქმით, ფეხბურთის ფედერაციას თბილისის მერიისგან „ავაზას“ სპორტული კომპლექსი საფეხბურთო ინფრასტრუქტურის მოწყობის ვალდებულებით გადაეცა.

„დღეს ქალაქს უკვე აქვს მოწესრიგებული და განახლებული „ავაზას“ საფეხბურთო სკოლა. აღნიშნული პროექტის განსახორციელებლად გამოყენებული იქნა უეფა-ს და ფიფა-ს გრანტები. კომპლექსის ტერიტორიაზე მოეწყო ახალი სტანდარტული მოედანი ტრიბუნითა და განათებით, მინი მოედანი ტრიბუნითა და განათებით და გასახდელი კორპუსი. ახალი ინფრასტრუქტურის გამოყენებას უფასოდ შეძლებენ ბავშვთა ადგილობრივი საფეხბურთო სკოლები და გოგონათა გუნდები“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

მან თანამშრომლობისთვის და გაწეული შრომისთვის მადლობა გადაუხადა ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ლევან კობიაშვილს, ასევე, ვიცე-პრეზიდენტ ალექსანდრე იაშვილსა და გენერალურ მდივან დავით მუჯირს, ასევე, სხვა ფედერაციის თანამშრომლებს.

„ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი პროექტების განხორციელება. ეს არ არის პირველი პროექტი და ძალიან კარგი მაგალითი გვაქვს იმისა, თუ როგორ შეიძლება ორი უწყების თანამშრომლობით გაკეთდეს ქალაქისთვის სასიკეთო და მნიშვნელოვანი სპორტული ინფრასტრუქტურული პროექტები. რა თქმა უნდა, „ავაზას“ სტადიონი არ იქნება ბოლო პროექტი. ჩვენ გვაქვს საკმაოდ ამბიციური გეგმები და მომდევნო წლების განმავლობაში საკმაოდ კარგი პროექტების განხორციელებას ვგეგმავთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე