ირაკლი კობახიძე - სუვერენიტეტის დეფიციტი არის მთავარი პრობლემა ევროპის მასშტაბით - როდესაც ევროკავშირში გაწევრიანების საპირწონედ საკუთარი ღირებულებების დათმობას ან მშვიდობის დათმობას გვიყენებენ, ეს არასწორი დილემაა

სამწუხაროდ, ევროპული ბიუროკრატია არ აღმოჩნდა საკმარისად ძლიერი იმისთვის, რომ დაეცვა ევროპის ობიექტური ინტერესები - სუვერენიტეტის დეფიციტი არის მთავარი პრობლემა ევროპის მასშტაბით,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის წერილზე საუბრისას განაცხადა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, ევროპული ბიუროკრატია გარე გავლენებით იმართება.

„სამწუხაროდ განვითარდა მოვლენები ევროპის კონტინენტზე. ევროკავშირს სერიოზული ზიანი მიაყენა. სამწუხაროდ, ევროპული ბიუროკრატია არ აღმოჩნდა საკმარისად ძლიერი იმისთვის, რომ დაეცვა ევროპის ობიექტური ინტერესები. ამას აქვს ერთი მთავარი მიზეზი, ის რომ ევროპული ბიუროკრატია სამწუხაროდ არსებითად იმართება გარე გავლენებით. შესაბამისად, მათ უჭირთ ობიექტურ ინტერესებზე დაფუძნებით გადაწყვეტილების მიღება. ეს არის მთავარი პრობლემა, სუვერენიტეტის დეფიციტი. სუვერენიტეტის დეფიციტი არის მთავარი პრობლემა ევროპის მასშტაბით. რამდენიმე სახელმწიფო შემოგვრჩა ევროკავშირის მასშტაბით ისეთი, რომელიც მტკიცედ იცავს დამოუკიდებლობას და სუვერენიტეტს“,-აღნიშნა პრემიერმა.

მისივე თქმით, როდესაც ევროკავშირში გაწევრიანების საპირწონედ გვიყენებენ საკუთარი ღირებულებების დათმობას, ან მშვიდობის დათმობას, ეს არასწორი დილემაა.

„როდესაც ევროკავშირში გაწევრიანების საპირწონედ გვიყენებენ საკუთარი ღირებულებების დათმობას, ან მშვიდობის დათმობას, ამ შემთხვევაში, არაპირდაპირი ფორმით მიგვანიშნებენ ამ ყველაფერზე, ეს არის არასწორი დილემა. ჩვენ გვინდა ევროკავშირში გაწევრიანება, მშვიდობის შენარჩუნებით, განვითარებით, ტრადიციული ფასეულობების შენარჩუნებით. აქ პრინციპებს ვერ გადავუხვევთ“,- აღნიშნა პრემიერმა.

ინფორმაციისთვის, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ ევროკავშირში ჩვენი წევრობის მიზანი, ნამდვილად არის უფრო უსაფრთხო და დაცული მომავალი. როგორც ის აღნიშნავს, ის, რომ ევროკავშირი მშვიდობისათვის შეიქმნა, ავტომატურად მშვიდობას არ ნიშნავს. მისივე თქმით, ევროპა თვითტკბობას არ უნდა მიეცეს. ქართველებმა ძალიან კარგად ვიცით, რომ მშვიდობიდან ომამდე თვალის ერთი დახამხამებაა.

„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
ზვიად კორძაძე იურიდიული ფირმების ასოციაციის თავმჯდომარედ აირჩიეს
„ბაკურიანი” გიორგი მიქაუტაძესთან ერთად, ახალ ლიმიტირებულ შეფუთვას წარმოგიდგენთ
ვეტცელი 1908 - ბაზისბანკი თანამედროვე სტუმარ-მასპინძლობის გასტრონომიური სახლის მხარდამჭერია