ირაკლი კობახიძე - დღეს ბავშვების ხელშია რადიკალური ოპოზიცია, რომლებსაც მაინცდამაინც არც განათლება გამოარჩევთ, არც გამოცდილება და არც არაფერი - ეს ძალიან კარგია, სწორი მიმართულებით ვითარდება პროცესები

დღეს ბავშვების ხელშია რადიკალური ოპოზიცია, რომლებსაც მაინცდამაინც არც განათლება გამოარჩევთ, არც გამოცდილება და არც არაფერი,- ასე შეაფასა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „ლელო-ძლიერი საქართველოსა“ და „გახარია საქართველოსთვის“ თბილისის მერობის ერთობლივ კანდიდატად, ირაკლი კუპრაძის წარდგენა. ირაკლი კობახიძის განცხადებით, „დღეს რადიკალური ოპოზიცია არის უკიდურესად დასუსტებული“.

„ეს ყველაფერი აჩვენებს არათანმიმდევრულობას. ჯერ ამბობენ ერთს, მეორე აკეთებენ მეორეს. რა თქმა უნდა, ეს არის სისუსტის შედეგი. დღეს რადიკალური ოპოზიცია არის უკიდურესად დასუსტებული და სწორედ ამიტომ, საკუთარ გადაწყვეტილებებშიც არ არიან ჩამოყალიბებული, ხან ერთს ამბობენ, ხან მეორეს, ხან მესამეს აკეთებენ. ეს არის სისუსტის გამოვლინება. რაც შეხება კონკრეტული კანდიდატის დასახელებას, ესეც სისუსტის გამოვლენაა. რეალურად, თქვენ ხედავთ, რომ დღეს ბავშვების ხელშია რადიკალური ოპოზიცია, რომლებსაც მაინც და მაინც არც განათლება გამოარჩევთ, არც გამოცდილება და არც არაფერი. ეს ძალიან კარგია, სწორი მიმართულებით ვითარდება პროცესები“,-განაცხადა კობახიძემ.

რაც შეეხება 4 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით მოლოდინებს, ირაკლი კობახიძის თქმით, აბსოლუტურად დარწმუნებულია, რომ „ქართული ოცნება“ გაიმარჯვებს.

„64 მერი, 64 საკრებულო, ეს არის ჩვენი მკაფიო მიზანი. თბილისში პირველივე ტურში მოგება და მინიმუმ 38 წევრი 50-დან თბილისის საკრებულოში. ძალიან მკაფიოა ჩვენი მიზანი და ამ მიზანთან ძალიან ახლოს ვართ. ისე ვითარდება პროცესები, რომ შეიძლება გადაჭარბებითაც შევასრულოთ ეს მიზანი. 64-ის ნაწილში ვერ გადავაჭარბებთ, თუმცა თბილისში შეგვიძლია კიდევ უფრო მეტი მანდატი მივიღოთ. რეგიონებშიც ასე არის“,- განაცხადა კობახიძემ.

გიორგი მელაშვილი - როდესაც ხელისუფლების მეთაური ღია წერილში ფონ დერ ლაიენს მიუთითებს, რომ ევროპა „შორდება პრინციპებს, რომლებმაც ის სიმბოლოდ აქცია“, ფაქტობრივად აანონსებს, რომ თავად უკვე სხვა იდეოლოგიურ კოორდინატთა სისტემაში მოქმედებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.05.2026
PSP კორეულმა ბრენდმა „COSRX“ Europe, Middle East and Africa რეგიონის საუკეთესო პარტნიორად აღიარა
ნიკა ლომია კავკასიის უნივერსიტეტის პროგრამას „ცოდნის ელჩები“ შეუერთდა
VISION BMW ALPINA: სიჩქარის დახვეწილი ფორმა