პოლონეთმა, რუსეთის მხრიდან უკრაინის დაბომბვის გამო, საჰაერო თავდაცვა მაღალი დონის მზადყოფნაში გადაიყვანა

რუსეთის მხრიდან უკრაინის დაბომბვის გამო, პოლონეთმა ავიაცია გაააქტიურა და სამხედრო თვითმფრინავები ააფრინა.

ამის შესახებ პოლონეთის შეიარაღებული ძალების ოპერატიული სარდლობა სოციალურ ქსელში იუწყება.

„მოქმედი პროცედურების შესაბამისად, შეიარაღებული ძალების ოპერატიულმა სარდლობამ ყველა არსებული ძალისა და რესურსის მობილიზება მოახდინა. აფრინდა მზადყოფნაში მყოფი გამანადგურებლების წყვილი, საჰაერო თავდაცვისა და რადიოლოკაციური დაზვერვის სისტემები კი მაღალი დონის მზადყოფნაში გადავიდა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

პოლონეთის შეიარაღებული ძალების ოპერატიულ სარდლობაში განმარტავენ, რომ მიღებული ზომების მიზანი პოლონეთის ტერიტორიისა და მისი მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველყოფაა.

შეგახსენებთ, რუსებმა 21 აგვისტოს ღამეს უკრაინაზე დრონებით და რაკეტებით მასიური შეტევა განახორციელეს. ქვეყნის უმეტეს ტერიტორიაზე საჰაერო განგაში იყო გამოცხადებული. თავდასხმის შედეგად, ზაკარპატიის ოლქის ქალაქ მუკაჩოვოში 12 ადამიანი დაშავდა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე