ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, ავსტრალიის პრემიერ-მინისტრის პოლიტიკური რეპუტაცია სამუდამოდ შეილახა

ისრაელის პრემიერ-მინისტრის ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, ავსტრალიის პრემიერ-მინისტრის პოლიტიკური რეპუტაცია სამუდამოდ შეილახა.

ბენიამინ ნეთანიაჰუმ მისი ავსტრალიელი კოლეგის, ენტონი ალბანეზეს შესახებ კიდევ ერთი განცხადება გააკეთა, მას შემდეგ რაც რამდენიმე დღის წინ მას „სუსტი პოლიტიკოსი“ უწოდა.

„ვფიქრობ, მისი რეპუტაცია სამუდამოდ შეილახა იმ სისუსტით, რომელიც მან „ჰამასის“ ტერორისტი მონსტრების წინაშე გამოიჩინა“, - განაცხადა ნეთანიაჰუმ Sky News Australia-თან ინტერვიუში.

ცნობისთვის, რამდენიმე კვირის წინ ავსტრალიის პრემიერ-მინისტრმა, ენტონი ალბანეზემ განაცხადა, რომ სექტემბერში პალესტინის სახელმწიფოს აღიარებას გეგმავს. ავსტრალიის მინისტრმა მიგრაციის საკითხებში, ტონი ბურკმა აღნიშნა, რომ ნეთანიაჰუს კრიტიკა სწორედ ამ გადაწყვეტილებამ გამოიწვია.

ავსტრალიის პრემიერმა ნეთანიაჰუს კრიტიკაზე საპასუხოდ განაცხადა, რომ „ამას პირადად არ იღებს“.

„მე სხვა ქვეყნების ლიდერებს პატივისცემით ვეპყრობი, მათთან დიპლომატიური გზით ვთანამშრომლობ“, - აღნიშნა ენტონი ალბანეზემ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს