ჯეი დი ვენსი - ვლადიმერ პუტინი ადამიანია, რომელიც რუსეთის ინტერესებზე ზრუნავს ისე, როგორც ამას თავად აღიქვამს - მოლაპარაკებების მთავარ არსს წარმოადგენს ის, რომ უკრაინელებს უსაფრთხოების გარანტიები სურთ, რუსებს კი გარკვეული ტერიტორიები

ვლადიმერ პუტინი ადამიანია, რომელიც რუსეთის ინტერესებზე ზრუნავს ისე, როგორც ამას თავად აღიქვამს, - ამის შესახებ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა.

„ის უფრო წყნარად საუბრობს, ვიდრე შეიძლება მოელოდეთ. ამერიკულ მედიას მისი კონკრეტული იმიჯი აქვს შექმნილი. ის თავისებურად რბილად მოსაუბრეა. წინდახედული და ძალიან ფრთხილია. ის არის ადამიანი, რომელიც რუსეთის ინტერესებზე ზრუნავს ისე, როგორც ამას თავად აღიქვამს. ვფიქრობ, ერთ-ერთი მიზეზი იმისა, თუ რატომ სცემს იგი პატივს აშშ-ის პრეზიდენტს, ის არის, რომ მან იცის, პრეზიდენტი ამერიკელი ხალხის ინტერესებზე ზრუნავს“, - განაცხადა ჯეი დი ვენსმა.

მისი თქმით, აშშ-მა მოლაპარაკებებში უკრაინისა და რუსეთის პოზიციების შესახებ კონკრეტული დეტალები მიიღო და ახლა მუშაობა მიმდინარეობს.

„საბოლოოდ, დეტალები მივიღეთ. მათზე ვმუშაობთ, მაგრამ ჯერ ყველაფერი ბოლომდე დასრულებული არ არის. უკრაინას სურს იცოდეს, რომ რუსეთი მის ტერიტორიაზე აღარ შეიჭრება. უკრაინელებს უსაფრთხოების გარანტიები სურთ. რუსებს გარკვეული ტერიტორიები სურთ, რომელთა დიდი ნაწილი ოკუპირებული აქვთ, მაგრამ ნაწილი არა. სწორედ ეს წარმოადგენს მოლაპარაკებების მთავარ არსს“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს