გაეროს პალესტინელი ლტოლვილთა დახმარების სააგენტო - ღაზაში არასრულფასოვანი კვებისგან დაავადებული ბავშვები დაიღუპებიან, თუ ისრაელი ქალაქ ღაზაში სამხედრო ოპერაციას არ შეწყვეტს

ღაზაში არასრულფასოვანი კვებისგან დაავადებული ბავშვები დაიღუპებიან, თუ ისრაელი ქალაქ ღაზაში სამხედრო ოპერაციას არ შეწყვეტს, - ამის შესახებ გაეროს პალესტინელი ლტოლვილთა დახმარების სააგენტო (UNRWA) იუწყება.

UNRWA-ს გენერალურმა კომისარმა ფილიპ ლაზარინიმ განაცხადა, რომ მის ხელთ არსებული მონაცემები აჩვენებს, რომ მარტიდან ქალაქ ღაზაში არასრულფასოვანი კვებისგან დაავადებული ბავშვების რიცხვი ექვსჯერ გაიზარდა.

„ჩვენ გვყავს უკიდურესად დასუსტებული მოსახლეობა, რომელიც ახალი მასშტაბური სამხედრო ოპერაციის წინაშე აღმოჩნდება. ბევრს უბრალოდ არ ექნება ძალა, რომ ახალი გადაადგილება გადაიტანოს“, - განაცხადა მან ჟენევის პრესკლუბის შეხვედრაზე.

ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით კი, ქალაქ ღაზაზე შეტევის პირველი ეტაპი დღეს დაიწყო.

ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერის, ბრიგადის გენერალ ეფი დეფრინის განცხადებით, ისინი უკვე აკონტროლებს ქალაქის გარეუბნებს.

ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერის მტკიცებით, მშვიდობიანი მოსახლეობისთვის ზიანის მინიმუმამდე დასაყვანად, ქალაქ ღაზას მშვიდობიან მოსახლეობას, მათი უსაფრთხოების მიზნით, ევაკუაციის შესახებ გააფრთხილებენ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!
21-23 სექტემბერს „ბიბლუსში“ „თან საკითხავის“ სერიაზე 50%-იანი ფასდაკლება გელოდებათ